2. ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი ცხოველის ან ხორცის მიკვლევადობის განხორციელება პირველად საწარმომდე (ფერმამდე).
3. შესაძლებელია ფერმის დონეზე აღებულ იქნეს ასევე დამატებითი ნიმუშები აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოკვლევისათვის:
ა) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლიდან;
ბ) ცხოველის საკვებიდან.
4. ყოველწლიურად აღებული უნდა იქნეს არაუმცირეს 100 ნიმუშისა. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:
ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 20%, მათგან ნიმუშების უმეტესობა გამოკვლეულ უნდა იქნეს ჯგუფ „ა“ (5) და ჯგუფ „ა“ (6) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 70%, მათგან:
ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (2.ა) და (2.ბ) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.გ) ნიმუშების 10% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (2.გ) და (2.ე) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.დ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ"(3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.ე) ნაშთი 10% უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისა