2. ძროხის რძისათვის ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი მიკვლევადობის განხორციელება რძის პირველად საწარმომდე (ფერმამდე). მიკვლევადობის მოთხოვნა არ არის სავალდებულო ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის ჯგუფი „ბ“ (3) პუნქტით განსაზღვრული (ა), (ბ) და (გ) ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და მათი ნარჩენებისათვის.

3. ძროხის რძისათვის ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს:

ა) რძის პირველად საწარმოში (ფერმაში) შემკრები რეზერვუარიდან;

ბ) რძის გადამამუშავებელ საწარმოში, რეზერვუარის დიდი ნაწილის დაცლამდე.

4. ძროხის რძისათვის ყოველწლიურად ასაღები ნიმუშების რაოდენობა შეადგენს ერთ ნიმუშს ყოველ 15 000 ტონა წლიურად წარმოებულ რძეზე, არანაკლებ 300 ნიმუშისა, რომელიც დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) ნიმუშების საერთო რაოდენობის 70%-ს ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებზე. თითოეული ნიმუში გამოკვლეული უნდა იქნეს დანართი №1-ით განსაზღვრულ, სულ მცირე, ოთხ სხვადასხვა ნივთიერებაზე (სუბსტანციაზე) − „ა“ ჯგუფიდან მე-6 პუნქტით განსაზღვრულ, (6),  „ბ“ ჯგუფიდან პირველი პუნქტით განსაზღვრულ, (1), „ბ“ ჯგუფიდან  (2.ა) და „ბ“ ჯგუფიდან (2.ე);

ბ) ნიმუშების 15 %-ს ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს დანართ №1-ით განსაზღვრული ჯგუფი „ბ“ (3) ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენებზე;

გ) ნაშთი 15% უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.

5. სხვა ცხოველების (ცხვრის, თხის, ცხენის) რძისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრა ხდება წარმოებისა და იდენტიფიცირებული პრობლემის შესაბამისად. ნიმუშების აღება დამატებით ჩართული უნდა იქნეს ძროხის რძის ნიმუშის აღების გეგმაშ