2. ფერმაში წარმოებული თევზისათვის ყოველწლიურად ასაღები ნიმუშების რაოდენობა ყოველი 100 ტონა წარმოებული პროდუქტიდან შეადგენს არანაკლებ 1 ნიმუშს.
3. გამოვლენილი ნივთიერებები (სუბსტანციები) და საანალიზო ნიმუშები უნდა დაჯგუფდეს ამ ნივთიერებათა (სუბსტანციათა) სავარაუდო გამოყენების მიხედვით.
4. ყველა შემთხვევაში ფერმის დონეზე ნიმუში აიღება რეგისტრირებული საწარმოების საერთო რაოდენობის არაუმცირეს 10%-დან, რომელიც დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:
ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 1/3;
ა.ა) ფერმის დონეზე ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თევზის წარმოების ყველა სტადიაზე, მათ შორის, იმ თევზის ჩათვლით, რომელიც მზად არის მოხმარებისათვის და განთავსებულია ბაზარზე;
ა.ბ) საზღვაო მეთევზეობისათვის, ნიმუშის აღების სირთულის გამო, თევზის ნაცვლად შესაძლებელია განხორციელდეს ცხოველის საკვების ნიმუშის აღება;
ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 2/3, რომლის დროსაც ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს:
ბ.ა) უპირატესად ფერმაში, თევზიდან, რომელიც მზად არის ბაზარზე განსათავსებლად მოხმარებისათვის;
ბ.ბ) ან გადამამუშავებელ საწარმოში, ახალი თევზიდან ან საბითუმო ბაზრიდან იმ პირობით, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება განხორციელდეს მიკვლევადობა ფერმამდე.
5. გამოვლენილი ნივთიერებები (სუბსტანციები) და ნიმუშები, რომლებიც აღებულია ლაბორატორიული გამოკვლევისათვის, უნდა დაჯგუფდეს ამ ნივთიერებათა (სუბსტანციების) სავარაუდო გამოყენების მიხედვით.
6. აკვაკულტურის სხვა პროდუქტებისათვის, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა ვეტერინარული პრეპარატები ან ქიმიური ნივთიერებები (სუბსტანციები) ან დაბინძურებულია გარემო, ნიმუშები აღებული უნდა იქნეს წარმოებული პროდუქციის პროპორციულად, აკვაკულტურის თევზის პროდუქტების ნიმუშების აღების გეგმაში დამატები