2. თითოეული კატეგორიის ფრინველისათვის, ყოველწლიურად აღებული ნიმუშის მინიმალური რაოდენობა, თუ გამოსაკვლევი ფრინველის კატეგორიის წლიური წარმოება შეადგენს 5 000 ტონაზე მეტს, ყოველ 200 ტონა წლიურ პროდუქციაზე (დაკლული წონა) შეადგენს სულ მცირე 100 ნიმუშს. ყველა ჯგუფის ნივთიერებისათვის (სუბსტანციისათვის) ჯგუფების მიხედვით დაყოფა უნდა მოხდეს შემდეგი სახით:
ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%;
ა.ა) ფერმის დონეზე აღებული ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ნიმუშების საერთო რაოდენობის 1/5-ს;
ა.ბ) „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის ყოველწლიურად შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს „ა“ ჯგუფის ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობის არაუმცირეს 5%-ისა;
ა.გ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად;
ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%, რომელთაგან:
ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (2) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.გ) ნიმუშების 10% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);
ბ.დ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისა