ა) ჯგუფი „ა“ – 0,02 %;
ა.ა) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშების აღება ხდება სასაკლაოზე, აუცილებელია დამატებით, ფერმის დონეზე, ანალიზი ჩაუტარდეს:
ა.ა.ა) ცხოველისთვის განკუთვნილ სასმელ წყალს;
ა.ა.ბ) ცხოველის საკვებს;
ა.ა.გ) ექსკრემენტებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფერმების მინიმალური რაოდენობა, რომლებიც გაკონტროლდება ყოველწლიურად, უნდა შეადგენდეს ერთ ფერმას მაინც, რომელშიც ღორების რაოდენობა 100 000-ია და რომლებიც დაკლული იქნა წინა წელს.
3. „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის ყოველწლიურად კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ ჯგუფისათვის განსაზღვრული ნიმუშების საერთო რაოდენობის არანაკლებ 5%-ში და ნაშთი განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.
4. ჯგუფი „ბ“ − 0,03%, რომელთაგან ნიმუშები უნდა განაწილდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისა