2. ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს:
ა) პირველადი საწარმოდან (ფერმიდან), სადაც ხდება კვერცხის წარმოება;
ბ) საწარმოდან, სადაც ხდება კვერცხის შეფუთვა;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 კვერცხს, გამოყენებული ანალიზური მეთოდის მიხედვით.
3. ყოველწლიურად კვერცხისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობა ყოველ 1000 ტონაზე შეადგენს არანაკლებ 200 ნიმუშს. ნიმუშების განაწილებას წყვეტს კომპეტენტური ორგანო, წარმოების სტრუქტურის შესაბამისად. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:
ნიმუშების არანაკლებ 30%-ისა აღებული უნდა იქნეს იმ შესაფუთი საწარმოდან, რომელიც ბაზარზე მომხმარებლისათვის ყველაზე მეტი რაოდენობით კვერცხს განათავსებს. მათგან:
ა) ნიმუშების 70% ლაბორატორიულად გამოკვლეული უნდა იქნეს დანართ №2-ით განსაზღვრული შემდეგი ნივთიერებებიდან (სუბსტანციებიდან) − ჯგუფი „ა“ (6), ჯგუფი „ბ“ (1) და ჯგუფი „ბ“ (2. ბ), სულ მცირე, ერთ ნივთიერებაზე (სუბსტანციაზე) მაინც;
ბ) ნიმუშების 30% ლაბორატორიულად გამოკვლეული უნდა იქნეს არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუმცა უნდა მოიცავდეს დანართ №1-ით განსაზღვრული „ბ“ ჯგუფის 3 (ა) ნივთიერების (სუბსტანციის) კვლევას.
4. სხვა ფრინველების კვერცხისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრა ხდება წარმოებისა და იდენტიფიცირებული პრობლემის შესაბამისად. ნიმუშების აღება დამატებით ჩართული უნდა იქნეს ქათმის კვერცხის ნიმუშის აღების გეგმაშ