ბიზნესოპერატორმა, კვერცხის პროდუქტის წარმოების, დამუშავებისა და შენახვის დროს უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა კვერცხის პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით:
ა) კვერცხი გატეხვამდე უნდა იყოს სუფთა და მშრალი;
ბ) კვერცხის გატეხვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მისი დაბინძურების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, ხოლო გატეხილი კვერცხი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გადამუშავდეს;
გ) ქათმის, ინდაურისა და ციცარის კვერცხისაგან დროში ან სივრცეში განცალკევებით უნდა მოხდეს სხვა ფრინველის კვერცხის დამუშავება და გადამუშავება. ყველა ხელსაწყო უნდა გაირეცხოს და მოხდეს მისი დეზინფიცირება, ვიდრე გაგრძელდება ქათმის, ინდაურისა და ციცარის კვერცხის გადამუშავება;
დ) გატეხვის შემდეგ თხევადი კვერცხის დამუშავება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად მიკრობიოლოგიური დაბინძურების რისკის თავიდან ასაცილებლად ან დასაშვებ დონემდე შესამცირებლად. არასაკმარისად გადამუშავებული თხევადი კვერცხის პარტია ხელახლა და დაუყოვნებლივ უნდა გადამუშავდეს იმავე საწარმოში, თუ პროცესის შედეგად პროდუქტი ვარგისი გახდება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის;
ე) კვერცხის ცილის გადამუშავება არ არის აუცილებელი, როდესაც ის გამოიყენება მშრალი ან კრისტალიზებული ალბუმინის საწარმოებლად, რომელიც შემდგომში გაივლის თერმულ დამუშავებას;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ კვერცხის გატეხვისთანავე არ ხდება მისი გადამუშავება, თხევადი კვერცხი შენახული უნდა იქნეს ან გაყინულ მდგომარეობაში ან არა უმეტეს 4°C ტემპერატურაზე. 4°C ტემპერატურაზე შენახვის პერიოდი მის გადამუშავებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს;
ზ) კვერცხის პროდუქტი, რომლის შენახვაც ვერ მოხდება ოთახის ტემპერატურაზე, უნდა გაცივდეს არა უმეტეს 4°C ტემპერატურაზე;
თ) კვერცხის პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია გასაყინად, უნდა გაიყინოს გადამუშავების შემდეგ შეძლებისდაგვარად სწრაფა