1. ნედლ რძეს და რძის პროდუქტებს უნდა ახლდეს ამ წესის მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული საიდენტიფიკაციო ნიშანი.
2. ნედლი რძის და რძის პროდუქტის შემთხვევაში, დასაშვებია ამ წესის მე‑4 მუხლის მე‑2 და მე‑3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისგან განსხვავებული წესის გამოყენება, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნიშანზე შესაძლოა გაკეთდეს მითითება შეფუთვაზე ან შეხვევაზე განთავსებული ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ნომრის განთავსების ადგილის შესახებ.
ჰიგიენის სპეციალური მოთხოვნები კვერცხისა და კვერცხის პროდუქტების მიმა