1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა რძის გადამუშავებას, ვალდებულია უზრუნველყოს რძის მიღებისთანავე მისი გაგრილება არა უმეტეს 6°C ტემპერატურაზე და შეინარჩუნოს აღნიშნული ტემპერატურა რძის გადამუშავებამდე.

2. ბიზნესოპერატორს შეუძლია რძე შეინახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) რძის გადამუშავება ხორციელდება რძის მოწველისთანავე ან საწარმოში რძის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში; ან

ბ) ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, რძის გარკვეული პროდუქტის წარმოებისათვის საჭიროა ამ მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი ტემპერატურა.

3. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ნედლი რძის ან რძის პროდუქტის ბაზარზე თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:

ა) თერმული დამუშავების ნებისმიერი პროცესის დროს, რომელიც გამოიყენება გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტის მიმართ, თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროდუქტის დაბინძურება;

ბ) შეამოწმოს პროდუქტის ტემპერატურა, წნევა, ჭურჭლის ჰერმეტულობა და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები;

გ) თერმული დამუშავების პროცესი (მაგ.: პასტერიზაცია) შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ახორციელებს ნედლი რძის თერმულ დამუშავებას, იგი ვალდებულია, ამ მუხლის მე‑3 პუნქტით განსაზღვრული პირობების გარდა, დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების
სისტემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა