1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც ეწევა რძის პირველად წარმოებას, უნდა უზრუნველყოს, რომ ნედლი რძე მიღებული იყოს იმ ცხოველისაგან:
ა) რომელსაც არ აღენიშნება ადამიანისათვის რძის მეშვეობით გადამდები ინფექციური დაავადებების სიმპტომები;
ბ) რომელიც ჯანმრთელია და არ აღენიშნება ისეთი დაავადების სიმპტომები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს რძის დაბინძურება, კერძოდ: არ აღენიშნება სასქესო ორგანოს ინფიცირება, რომელსაც თან ახლავს გამონადენი, ენტერიტი, რომელსაც თან ახლავს დიარეა და სიცხე, ან სარძევე ჯირკვლის შესამჩნევი ანთება;
გ) რომელსაც არ აქვს დაზიანებული სარძევე ჯირკვალი, რამაც შესაძლებელია უარყოფითი გავლენა მოახდინოს რძის უვნებლობაზე;
დ) რომელსაც არ მიუღია ისეთი ნივთიერება (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები), რომლის გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით;
ე) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერებების (მათ შორის, ვეტერინარული პრეპარატები) მიღების შემთხვევაში, აღნიშნული ნივთიერებები სრულად აქვს გამოდევნილი ორგანიზმიდან, თუ აღნიშნული სავალდებულოა ამ ცხოველისგან მიღებული რძის უვნებლობის უზრუნველსაყოფად.
2. ნედლი რძე უნდა იქნეს მიღებული:
ა) იმ ძროხის ან კამეჩის ნახირიდან, სადაც არ არის აღმოჩენილი ბრუცელოზის ნიშნები;
ბ) იმ თხის ან ცხვრის სადგომიდან, სადაც არ არის აღმოჩენილი ბრუცელოზის ნიშნები;
გ) იმ ძროხის ან კამეჩის ნახირიდან, სადაც არ არის აღმოჩენილი ტუბერკულოზის ნიშნები.
3. იმ შემთხვევაში, თუ თხა განთავსებულია სადგომში ძროხასთან ერთად, თხას უნდა ჩაუტარდეს გამოკვლევა ტუბერკულოზზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული ძროხის ან კამეჩის ნახირი და თხის ან ცხვრის სადგომი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე‑2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასეთ ნახირში ან სადგომში განთავსებული ცხოველებისაგან მიღებული ნედლი რძის გამოყენება შესაძლებელია, თუ ცხოველების სათითაოდ გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ:
ა) ძროხის ან კამეჩის შემთხვევაში – არ აღინიშნება ტუბერკულოზის ან ბრუცელოზის ნიშნები და, ამასთანავე, ასეთი ცხოველისაგან მიღებული რძის თერმული დამუშავების შემდეგ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ნედლ რძესაც არ აღენიშნება ბრუცელოზის ნიშნები;
ბ) ცხვრის ან თხის შემთხვევაში – არ აღინიშნება ბრუცელოზის ნიშნები ან ის აცრილი იყო ბრუცელოზზე და, ამასთანავე:
ბ.ა) ყველის წარმოების შემთხვევაში, ყველის დაძველება ხდება სულ მცირე 2 თვის ვადით; ან
ბ.ბ) ასეთი ცხოველისაგან მიღებული რძის თერმული დამუშავების შემდეგ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ნედლ რძესაც არ აღენიშნება ბრუცელოზის ნიშნები.
5. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველისგან მიღებული ნედლი რძე არ შეესაბამება ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ: თუ ნახირში ან სადგომში განთავსებულ თითოეულ ცხოველს მისი გამოკვლევის შედეგად აღმოაჩნდა ბრუცელოზის ან ტუბერკულოზის ნიშნები, მისგან მიღებული რძე არ უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის.
6. ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით გათვალისწინებული დაავადებით დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის განთავსება უნდა მოხდეს იზოლირებულად, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა ცხოველისგან მიღებულ რძეზე აღნიშნული დაავადებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა. ამასთან, ამ მუხლის პირველი და მე‑2 პუნქტებით გათვალისწინებული დაავადებით დაავადებული ან სავარაუდოდ დაავადების მქონე ცხოველის მიმართ უნდა გატარდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
7. ბიზნესოპერატორი ვალდებულია დაიცვას ნედლი რძის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმებ