1. ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს, რომ თევზჭერის პროდუქტის საწარმოებლად გამოყენებული ნედლი მასალა ან საბოლოო პროდუქტი გაიყინოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ვიზუალურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოფხვრა იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწევა პროდუქტის წარმოებას მდინარის თევზისაგან ან თავფეხიანი მოლუსკებისაგან და რომელიც ამასთანავე:

ა) განკუთვნილია უმად მოხმარებისათვის; ან

ბ) მარინადში ჩაიდო ან დამარილდა და ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ვიზუალურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოფხვრისათვის.

2. პარაზიტების (გარდა ტრემატოდებისა) აღმოფხვრის მიზნით თევზჭერის პროდუქტის გაყინვა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თევზჭერის პროდუქტის ყველა ნაწილში ტემპერატურამ მიაღწიოს სულ მცირე:

ა) ‑20
0C‑ს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ან

ბ) ‑35
0C‑ს არანაკლებ 15 საათის განმავლობაში.

3. ბიზნესოპერატორისაგან, რომელიც ეწევა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, არ მოითხოვება თევზჭერის პროდუქტის გაყინვა, თუ:

ა) თევზჭერის პროდუქტმა, ადამიანის მიერ მის მოხმარებამდე, გაიარა ან უნდა გაიაროს თერმული დამუშავება, რომელიც კლავს ვიზუალურად შესამჩნევ პარაზიტებს. პარაზიტების შემთხვევაში (გარდა ტრემატოდებისა), პროდუქტი უნდა გაცხელდეს 60
0C ან მეტ ტემპერატურაზე სულ მცირე ერთი წუთის განმავლობაში;

ბ) თევზჭერის პროდუქტი შენახული იყო გაყინულ მდგომარეობაში ისე ხანგრძლივად, რომ ეს საკმარისი აღმოჩნდა ვიზუალურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოფხვრისათვის;

გ) არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომ თევზჭერის პროდუქტის წარმოშობის ადგილი არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ პარაზიტებს.

4. ბიზნესოპერატორის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნულია, რა ტიპის გაყინვის პროცესი გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა თევზჭერის პროდუქტმა, თან უნდა ახლდეს აღნიშნულ თევზჭერის პროდუქტებს ბაზარზე განთავსებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება პროდუქტების მიწოდება საბოლოო მომხმარებლისათვის.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მდინარის თევზი ან თავფეხიანი მოლუსკი მოპოვებულია ისეთი გარემოდან, რომელზეც არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები იმის თაობაზე, რომ წარმოშობის ადგილი არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშ პარაზიტებს და, ამასთანავე, აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის მისი გაყინვის ან რაიმე სხვა სახის დამუშავების გარეშე, რომელიც საჭიროა პარაზიტების აღმოსაფხვრელად, ბიზნესოპერატორი ვალდებულია მიუთითოს თევზჭერის პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცი