1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ეწევა კიბოსებრთა და მოლუსკების დამზადებას, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) კიბოსებრი და მოლუსკი დამზადების შემდეგ სწრაფად უნდა გაცივდეს. მათი გაცივებისას გამოყენებული უნდა იქნეს სასმელი წყალი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროცედურა ხორციელდება გემის ბორტზე, შესაძლებელია სუფთა წყლის გამოყენება. გაცივება უნდა განხორციელდეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2
0C), თუ შენახვის სხვა მეთოდის გამოყენება შეუძლებელია;

ბ) გარე საფარველის (მათ შორის, ნიჟარის) მოშორება უნდა განხორციელდეს სუფთად პროდუქტის დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით;

გ) გარე საფარველის (მათ შორის, ნიჟარის) მოშორების შემდეგ დამზადებული პროდუქტი მაშინვე უნდა გაიყინოს ან შეძლებისდაგვარად სწრაფად გაცივდეს ამ წესის 39‑ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ტემპერატურის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ეწევა თევზის ზეთის წარმოებას, თევზის ზეთი უნდა იყოს ნაწარმოები იმ თევზჭერის პროდუქტისაგან, რომელიც აკმაყოფილებს ამ თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. ბიზნესოპერატორს შეუძლია არ დაიცვას ამ წესის 39‑ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ თევზის ზეთის წარმოება ხდება იმ თევზჭერის პროდუქტისაგან, რომლის დამუშავება ხდება მისი ხმელეთზე გადმოტვირთვიდან 36 საათის განმავლობაში და, ამასთანავე, დაუმუშავებელი თევზჭერის პროდუქტის სიახლის მაჩვენებლები და ამონიუმის შემცველობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებ