1. ახალი თევზჭერის პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დაუფასოებელი თევზჭერის პროდუქტის დისტრიბუცია, მომზადება ან გადამუშავება არ განხორციელდა ხმელეთზე არსებულ საწარმოში მისი მიღებისთანავე, ის უნდა შეინახოს ყინულში. ყინულის გამოცვლა უნდა ხდებოდეს საჭიროებისდა მიხედვით. დაფასოებული ახალი თევზჭერის პროდუქტი უნდა გაცივდეს ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2
0C);

ბ) თევზჭერის პროდუქტის თავის მოცლა და გამოშიგვნა უნდა განხორციელდეს სუფთად, პროდუქტი უნდა გაირეცხოს სასმელი წყლით ან, გემის ბორტის შემთხვევაში, სუფთა წყლით აღნიშნული პროცესების დასრულებისთანავე;

გ) თევზჭერის პროდუქტის ფილედ ან ნაჭრებად დაჭრა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფილეს და ნაჭრების დაბინძურება. თევზჭერის პროდუქტისაგან მიღებული ფილე ან მისი ნაჭრები უნდა შეიხვიოს და საჭიროების შემთხვევაში გაცივდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად;

დ) კონტეინერი, რომელიც გამოიყენება ყინულში მოთავსებული შეუფუთავი ახალი თევზჭერის პროდუქტის დისტრიბუციისათვის ან შენახვისათვის, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კონტეინერში ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი შეხებაში არ დარჩეს თევზჭერის პროდუქტთან;

ე) მთლიანი და გამოშიგნული ახალი თევზჭერის პროდუქტი შესაძლებულია ტრანსპორტირებული და შენახული იყოს გრილ წყალში გემის ბორტზე. აღნიშნული პროდუქტის გრილ წყალში ტრანსპორტირება შესაძლებელია გაგრძელდეს პროდუქტის ხმელეთზე ჩამოტვირთვის შემდეგ მისი დანიშნულების ადგილამდე მიტანის პროცესში.

2. იმ შემთხვევაში, როცა თევზჭერის პროდუქტის გაყინვა ხორციელდება ხმელეთზე არსებულ საწარმოში, გაყინული თევზჭერის პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის 31‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი აწარმოებს მექანიკურად განცალკევებულ თევზჭერის პროდუქტს, იგი ვალდებულია დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:

ა) მისი წარმოებისათვის საჭირო ნედლი მასალის მიმართ:

ა.ა) მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტის საწარმოებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მთლიანი თევზი ან თევზის ფილედ დაჭრის შემდეგ მიღებული ძვლები, რომელთაგან მთლიანად ვერ მოხდა ხორცის გამოცლა;

ა.ბ) ნედლი მასალა გასუფთავებული უნდა იყოს შიგნეულობისაგან;

ბ) წარმოების პროცესის განმავლობაში:

ბ.ა) თევზჭერის პროდუქტის მექანიკურად განცალკევება უნდა მოხდეს მისი ფილედ დაჭრისთანავე;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტის საწარმოებლად გამოიყენება მთლიანი თევზი, ის უნდა გაირეცხოს და გამოიშიგნოს მის გამოყენებამდე;

ბ.გ) წარმოების შემდეგ მექანიკურად განცალკევებული თევზჭერის პროდუქტი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიყინოს ან გამოყენებულ იქნეს იმ პროდუქტის საწარმოებლად, რომელიც განკუთვნილია გასაყინა