1. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება:

ა) პირველად წარმოებაზე, რომელიც თევზჭერის პროდუქტებთან მიმართებაში მოიცავს თევზჭერის პროდუქტების მოშენებას, მოპოვებასა და შეგროვებას მათი რეალიზაციის მიზნით;

ბ) პირველად წარმოებასთან დაკავშირებულ ისეთ ოპერაციებს, როგორიცაა:

ბ.ა) თევზსაჭერი გემის ბორტზე:

ბ.ა.ა) თევზჭერის პროდუქტის გაგუდვა;

ბ.ა.ბ) თევზჭერის პროდუქტისაგან სისხლგართმევა;

ბ.ა.გ) თევზჭერის პროდუქტისათვის თავის მოცილება;

ბ.ა.დ) თევზჭერის პროდუქტის გამოშიგვნა;

ბ.ა.ე) თევზჭერის პროდუქტისათვის ფარფლების მოცილება;

ბ.ა.ვ) თევზჭერის პროდუქტის გაცივება;

ბ.ა.ზ) თევზჭერის პროდუქტის შეხვევა;

ბ.ბ) ხმელეთზე განთავსებულ თევზის ფერმაში (თევზსაშენში) იმ თევზჭერის პროდუქტის შენახვა ან თევზის ფერმებს შორის ტრანსპორტირება, რომელიც მნიშვნელოვნად არ ცვლის პროდუქტის ბუნებას, ცოცხალი თევზჭერის პროდუქტის ჩათვლით;

ბ.გ) თევზჭერის პროდუქტის ტრანსპორტირება წარმოების ადგილიდან (თევზსაჭერი გემიდან) ხმელეთზე განთავსებულ საწარმომდე, რომლის დროსაც პროდუქტის ბუნება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ცოცხალი თევზჭერის პროდუქტის ჩათვლით.

2. ამ თავით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ორსაგდულიან მოლუსკებზე, კანეკლოვანებზე, ტუნიკატებსა და ზღვის მუცელფეხოვანებზე, თუ ისინი ბაზარზე განთავსებულია ცოცხალ მდგომარეობაში. იმ შემთხვევაში, თუ ორსაგდულიანი მოლუსკები, კანეკლოვანები, ტუნიკატები და ზღვის მუცელფეხოვანები მოპოვებულია ამ წესის VII თავის შესაბამისად და, ამასთანავე, ბაზარზე არ არის განთავსებული ცოცხლად, მათზე ვრცელდება ამ თავით დადგენილი მოთხოვნები, გარდა ამ წესის 31‑ე, 32‑ე და 33‑ე მუხლებით გათვალისწინებული პირობებისა.

3. ამ წესის 34‑ე მუხლის პირველი პუნქტით, 35‑ე მუხლის, 36‑ე მუხლის პირველი პუნქტითა და 37‑ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები ასევე ვრცელდება საცალო ვაჭრობის პუნქტზ