1. ნებისმიერი გემი, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება თევზჭერის პროდუქტის მოპოვება ან მისი მოპოვების შემდგომი დამუშავება ან გადამუშავება, უნდა აკმაყოფილებდეს გემის სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) იყოს დაპროექტებული და აგებული იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული თევზჭერის პროდუქტის დაბინძურება ტრიუმის წყლით, დაბინძურებული წყლით, გამონაბოლქვით, ნავთობით, საწვავი საშუალებით, ზეთით და სხვა მსგავსი ნივთიერებებით;

ბ) თევზჭერის პროდუქტთან შეხებაში მყოფი ნებისმიერი ზედაპირი უნდა იყოს ადვილად გასაწმენდი და, ამასთანავე, ზედაპირის საფარი არ უნდა იყოს ტოქსიკური ნივთიერების შემცველი;

გ) თევზჭერის პროდუქტთან შეხებაში მყოფი აღჭურვილობა უნდა იყოს ისეთი მასალისაგან დამზადებული, რომელიც იძლევა მისი გაწმენდისა და დეზინფიცირების შესაძლებლობას;

დ) იმ შემთხვევაში, თუ გემზე თევზჭერის პროდუქტის დამუშავება ხდება გარემოდან წყლის შემომყვანი დანადგარიდან მიღებული წყლით, გემზე წყლის შემომყვანი დანადგარი ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არ მოხდეს წყლის მომარაგების სისტემის დაბინძურება.

2. გემი, რომელიც დაპროექტებულია და აღჭურვილია ახალი თევზჭერის პროდუქტის შესანახად 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს თევზჭერის პროდუქტის ამ წესის 39‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტემპერატურაზე შენახვას;

ბ) თევზჭერის პროდუქტის შესანახად განკუთვნილი კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები უნდა უზრუნველყოფდეს თევზჭერის პროდუქტების შენახვას ამ წესის 32‑ე მუხლით გათვალისწინებული ჰიგიენური პირობების დაცვით და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კონტეინერში ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი შეხებაში არ დარჩეს თევზჭერის პროდუქტთან;

გ) ის კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები, სადაც ხდება თევზჭერის პროდუქტების გაცივება ცივი სუფთა წყლით, უნდა იძლეოდეს თევზჭერის პროდუქტისა და სუფთა წყლის შენახვის შესაძლებლობას გემის ბორტზე ჩამოტვირთვიდან 6 საათის განმავლობაში 3°C ტემპერატურაზე, 16 საათის შემდეგ კი – 0°C ტემპერატურაზე და, ამასთანავე, იძლეოდეს ტემპერატურის მონიტორინგის შესაძლებლობას;

დ) გემზე, რომელიც აღჭურვილია თევზჭერის პროდუქტის სუფთა წყალში გაგრილებისათვის, ამ მიზნისათვის განკუთვნილი ავზი ან კონტეინერი უნდა იძლეოდეს მასში ერთნაირი ტემპერატურის მიღწევის შესაძლებლობას. ამგვარი ავზის ან კონტეინერის საშუალებით თევზჭერის პროდუქტის გემზე ჩამოტვირთვიდან 6 საათის შემდეგ მიღწეული უნდა იქნეს თევზისა და სუფთა წყლის ტემპერატურა არა უმეტეს 3°C‑ისა და 16 საათის შემდეგ – არა უმეტეს 0°C‑ისა. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ტემპერატურის მონიტორინგი და, საჭიროების შემთხვევაში, მისი აღრიცხვა.

3. გემი, რომელზეც ხდება თევზჭერის პროდუქტის გაყინვა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა გააჩნდეს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც იძლევა თევზჭერის პროდუქტის ტემპერატურის ‑18°C‑მდე სწრაფად დაყვანის შესაძლებლობას;

ბ) უნდა გააჩნდეს ისეთი აღჭურვილობა, რომელიც იძლევა თევზჭერის პროდუქტის შენახვის შესაძლებლობას შესანახ საშუალებებში არა უმეტეს ‑18°C ტემპერატურაზე და, ამასთანავე, უნდა იძლეოდეს აღნიშნული ტემპერატურის მონიტორინგის შესაძლებლობას;

გ) კონტეინერები ან სხვა შესანახი საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია თევზჭერის პროდუქტის 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში შენახვისათვის, უნდა უზრუნველყოფდეს თევზჭერის პროდუქტების შენახვას ამ წესის 32‑ე მუხლით გათვალისწინებული ჰიგიენური პირობების დაცვით და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს, რომ კონტეინერში ყინულის დნობის შედეგად მიღებული წყალი შეხებაში არ დარჩეს თევზჭერის პროდუქტთან.

4. გემი, რომელზეც ხორციელდება ამ წესის 29‑ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციები, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს სტრუქტურასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) გემის ბორტის ის ნაწილი, სადაც ხდება მოპოვებული თევზჭერის პროდუქტის პირველადი განთავსება, უნდა იძლეოდეს ბორტის ამ ნაწილის გაწმენდის საშუალებას და უზრუნველყოფდეს თევზჭერის პროდუქტის მზისა და დაბინძურებისაგან დაცვას;

ბ) ბორტის ის ნაწილი, სადაც ხდება თევზჭერის პროდუქტის ჰიგიენური მომზადება და გადამუშავება, უნდა იყოს მოწყობილი იმგვარად, რომ იძლეოდეს გაწმენდისა და დეზინფიცირების საშუალებას და, ამასთანავე, თევზჭერის პროდუქტის დაბინძურებისაგან დაცვის შესაძლებლობას;

გ) ბორტის ის ნაწილი, სადაც ხდება საბოლოო პროდუქტის შენახვა, უნდა იძლეოდეს გაწმენდის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორი ბორტზე ახორციელებს ნარჩენების გადამუშავებას, მან უნდა უზრუნველყოს ნარჩენების განცალკევებულად შენახვა;

დ) თევზჭერის პროდუქტის შესაფუთი საშუალებების შენახვა უნდა მოხდეს თევზჭერის პროდუქტის მომზადებისა და გადამუშავების პროცესისაგან განცალკევებულად;

ე) უნდა გააჩნდეს სპეციალური აღჭურვილობა ნარჩენების ან ადამიანის მიერ მოხმარებისათვის უვარგისად მიჩნეული თევზჭერის პროდუქტის ზღვაში ჩასაშვებად ან, თუ შექმნილი ვითარება მოითხოვს, გააჩნდეს ამ მიზნისათვის განკუთვნილი წყალგაუმტარი ავზი ან კონტეინერი. იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების შენახვა და გადამუშავება ხდება ბორტზე, ამისათვის უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილი;

ვ) გემზე წყლის შემომყვანი დანადგარი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ არ მოხდეს წყლის მომარაგების სისტემის დაბინძურება;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ გემზე ხორციელდება თევზჭერის პროდუქტის გაყინვა, გემი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე‑4 პუნქტით განსაზღვრულ გემის ბორტზე ხორციელდება მოლუსკებისა და კიბოსებრთა დამზადება, გაცივება და შეფუთვა, ამ მუხლის მე‑4 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება აღნიშნულ პროცესებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული გემის ბორტზე ხორციელდება მოლუსკებისა და კიბოსებრთა დამუშავებისა და გადამუშავების სხვა ფორმებ