1. გემის ბორტის თევზჭერის პროდუქტის შენახვისათვის განკუთვნილი ნაწილი და კონტეინერები უნდა იყოს სუფთა მდგომარეობაში, კერძოდ, არ უნდა მოხდეს მათი დაბინძურება საწვავითა და ტრიუმის წყლით.

2. თევზჭერის პროდუქტების ბორტზე მოთავსების მომენტიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მათი დაცვა დაბინძურებისა და მზის ან სითბოს სხვა წყაროს ზეგავლენისაგან. იმ შემთხვევაში, თუ ხდება თევზჭერის პროდუქტების გარეცხვა, გამოყენებული უნდა იქნეს სასმელი წყალი ან სუფთა წყალი.

3. თევზჭერის პროდუქტები, გარდა ცოცხლად შესანახისა, ბორტზე ჩამოტვირთვის მომენტიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაცივდეს, ხოლო თუ გაცივება შეუძლებელია, თევზჭერის პროდუქტების ხმელეთზე ჩამოტვირთვა შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოხდეს.

4. ყინული, რომელიც გამოიყენება თევზჭერის პროდუქტის გაცივებისათვის, უნდა იყოს დამზადებული სასმელი ან სუფთა წყლისაგან.

5. როდესაც ხდება თევზჭერის პროდუქტისათვის თავის მოცილება ან მისი გამოშიგვნა, აღნიშნული უნდა განხორციელდეს თევზჭერის პროდუქტის დაჭერის მომენტიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად. ამასთან, თევზჭერის პროდუქტი უნდა გაირეცხოს სასმელი ან სუფთა წყლით. თევზჭერის პროდუქტის შინაგანი ორგანოები და ის ნაწილები, რომლებიც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მოსცილდეს პროდუქტს და ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტისაგან განცალკევებულად უნდა განთავსდეს. ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი ღვიძლისა და ქვირითის შენახვა უნდა მოხდეს ყინულში ან ყინულის დნობის ტემპერატურაზე (0–2°C) ან უნდა მოხდეს მისი გაყინვა.

6. როდესაც მთლიანი თევზის მარილხსნარში გაყინვა ხორციელდება მისი დაკონსერვების მიზნით, პროდუქტის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს ‑9°C‑ს და, ამასთანავე, მარილხსნარი არ უნდა გახდეს თევზის დაბინძურების წყარ