1. ბიზნესოპერატორმა, რომელიც მოიპოვებს, აწარმოებს ან გადაამუშავებს თევზჭერის პროდუქტს მისი რეალიზაციის მიზნით, უნდა უზრუნველყოს თევზჭერის პროდუქტის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მიკრობიოლოგიურ და ამ მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2. ბიზნესოპერატორმა, რომელიც მოიპოვებს, აწარმოებს ან გადაამუშავებს თევზჭერის პროდუქტს მისი რეალიზაციის მიზნით, უნდა უზრუნველყოს:
ა) თევზჭერის პროდუქტის ორგანოლეპტიკური შეფასება მისი სიახლის მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ბ) ჰისტამინის ოდენობის შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან;
გ) გადაუმუშავებელ თევზჭერის პროდუქტში ამონიუმის (TVB-
n) და ტრიმეთილამინის (TMA-
n) კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შესაბამისობა;
დ) დათვალიერება თევზჭერის პროდუქტის ვიზუალურად შესამჩნევი პარაზიტების აღმოჩენის მიზნით.
3. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ თევზჭერის პროდუქტზე, რომელიც გამოიყენება ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი თევზის ზეთის მისაღებად.
4. დაუშვებელია შხამიანი თევზების („Tetraodontidae“, „Molidae“, „Diodontidae, Ca nthigasteridae“)
ოჯახის წარმომადგენელთაგან წარმოებული თევზჭერის პროდუქტის ბაზარზე განთავსება.
5. თევზჭერის პროდუქტი, რომელიც შეიცავს ისეთ ბიოტოქსინს, როგორიცაა კუნთების დამბლის გამომწვევი ტოქსინები ან ციგუატოქსინი, არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებულ