1. თევზჭერის პროდუქტი მიჩნეულია ადამიანის საკვებად უვარგისად, თუ:

ა) სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგენილი იქნა ორგანოლეპტიკური, ქიმიური, ფიზიკური ან მიკრობიოლოგიური და პარაზიტების მაჩვენებლების შეუსაბამობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან;

ბ) მისი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილ ნაწილში ქიმიური დამაბინძურებლების ან დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებელს;

გ) მიღებულია შხამიანი თევზისაგან ან არის თევზჭერის პროდუქტი, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ბიოტოქსინს;

დ) ზღვის ბიოტოქსინების საერთო რაოდენობა ორსადგულიან მოლუსკებში, კანეკლიანებში, ტუნიკატებსა ან ზღვის მუცელფეხიანებში, აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.

2. სააგენტოს გადაწყვეტილებით, თევზჭერის პროდუქტი ასევე მიჩნეულია ადამიანის საკვებად უვარგისად, თუ ის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობებისა, სხვა მიზეზით წარმოქმნის რისკს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის.

თავი VIII. ნედლი რ