1. თევზჭერის პროდუქტის წარმოებასა და ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს:
ა) თევზჭერის პროდუქტის ხმელეთზე ჩამოტვირთვისა და მისი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პირობების სპეციალური წესით დადგენილი ჰიგიენური მოთხოვნების შემოწმებას;
ბ) თევზსაჭერი გემის, ხმელეთზე არსებულ საწარმოებისა და საბითუმო ბაზრების სპეციალური წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რომლის დროსაც მოწმდება, დაცულია თუ არა მოთხოვნები:
ბ.ა) თევზჭერის პროდუქტის გადამუშავებისადმი;
ბ.ბ) ჰიგიენასა და ტემპერატურისადმი;
ბ.გ) ხმელეთზე არსებულ საწარმოში, თევზსაჭერ გემზე სისუფთავის, მათ აღჭურვილობისა და პერსონალის ჰიგიენისადმი;
ბ.დ) თევზჭერის პროდუქტის შენახვისა და ტრანსპორტირებისადმი.
2. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი ასევე ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი თევზსაჭერი გემის მიმართ, რომელიც ახორციელებს თევზჭერის პროდუქტის მოპოვებას ან გემზე გადამუშავებას, მათი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაციის მიზნი