1. თუ ცხოველს ტუბერკულინზე აქვს დადებითი ან საეჭვო (არასარწმუნო) რეაქცია ან თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ცხოველში დაავადების არსებობასთან დაკავშირებით, ეს ცხოველი სხვა ცხოველისაგან განცალკევებით უნდა დაიკლას, მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა სხვა ცხოველის ტან-ხორცის, საწარმოს და საწარმოში მყოფი პერსონალის დაავადების რისკის თავიდან ასაცილებლად.

2. ყველა ცხოველის ხორცი, რომლის დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს სხვადასხვა ორგანოებში ან ტანხორცის სხვადასხვა ნაწილებში გამოვლინდა ტუბერკულოზის ლოკალური კერები, მიჩნეული უნდა იქნეს ადამიანის საკვებად უვარგისად. თუ ტუბერკულოზის კერები აღმოჩენილი იქნება მხოლოდ ერთი ორგანოს ლიმფურ კვანძებში ან ტან-ხორცის მხოლოდ ერთ ნაწილში, ადამიანის საკვებად უვარგისად მხოლოდ დაზიანებული ორგანო ან ტან-ხორცის აღნიშნული ნაწილი უნდა იყოს მიჩნეულ