1. დაუშვებელია ცხოველის/ფრინველის სახორცედ დაკვლა:

ა) ჯილეხით (ციმბირული წყლულით), ემფიზემური კარბუნკულით, მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ჭირით, ღრუბლისებური ენცეფალოპათიით, აქლემის ჭირით, ცოფით, ტეტანუსით, ავთვისებიანი შეშუპებით, ბრადზოტით, ენტეროტოქსეემიით, ცხვრის სკრეპით, ცხვრის კატარული ცხელებით (ბლუტანგით), ღორის აფრიკული ჭირით, ტულარემიით, ბოტულიზმით, ქოთაოთი, ეპიზოოტიური ლიმფანგოიტით, კენტჩლიქიანი ცხოველების აფრიკული ჭირით, მელიოიდოზით (ცრუ ცოფით), ბოცვრების მიქსომატოზითა და ჰემორაგიული დაავადებით, ფრინველის გრიპით, ორნითოზითა და ნიუკასლის დაავადებით, წვრილ მცოხნავთა ჭირით, რიფტის ველის ცხელებით, ჰიდროპერიკარდიტით, თხის ართრიტ-ენცეფალიტით, ცხენების კონტაგიოზური მეტრიტით, ცხენების დაგრილების დაავადებითა და ვირუსული ართრიტით, ცხენების ვენესუელური ენეცეფალომიელიტით, იაპონური ენცეფალიტით, თურქულით (დაავადების პირველი შემთხვევებისას კეთილსაიმედო ადგილებში) დაავადების შემთხვევაში;

ბ) აგონიის მდგომარეობაში;

გ) ჯილეხის (ციმბირული წყლულის) საწინააღმდეგო შრატით ნამკურნალევი და ვაქცინირებული ცხოველის – შესაბამისი ვეტერინარული პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული ვადის გასვლამდე;

დ) კენტჩლიქიანი ცხოველების (ცხენი, ვირი, ჯორი და სხვა), რომელთაც არ ჩატარებიათ მალეინიზაცია;

ე) ცხოველი, რომელსაც ჩაუტარდა ანტიბიოტიკებით, ანტიჰელმინთური საშუალებებით ან სხვა ვეტერინარული პრეპარატებით მკურნალობა ან/და პროფილაქტიკა ვეტერინალური პრეპარატის ინსტრუქციით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე;

ვ) პესტიციდებით დამუშავებული ცხოველის იმ ვადის გასვლამდე, რომელიც მითითებულია პესტიციდის გამოყენების ინსტრუქციაში;

ზ) ცხოველის, რომელსაც შეყვანილი ჰქონდათ ჰორმონალური ვეტერინარული პრეპარატები ორგანიზმიდან მათ სრულად გამოდევნამდე;

თ) ფრინველის, რომელსაც აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: აბურძგნული ბუმბული, ბიბილოს, თავის სინუსებისა და სახსრების შესივება, გამონადენი ცხვირიდან, თვალებიდან, პირიდან, ფაღარათი, გამონაყარი ბიბილოსა და საყურეებზე. ასეთ ფრინველს კლავენ და გადაამუშავებენ იმ მეურნეობაში, სადაც ისინი გამოზარდეს.

2. ცხოველების ისეთი მწვავე ინფექციური დაავადებების აღმოჩენისას, როდესაც მათი სახორცედ დაკვლა დაუშვებელია (ჯილეხი, ემფიზემური კარბუნკული, ავთვისებიანი შეშუპება, ცოფი, ქოთაო, მსხვილფეხა ცხოველის ჭირი, ტეტანუსი, ბოტულიზმი, ბრადზოტი და ა.შ.), დაკვლის პროცესი უნდა შეწყდეს. ასეთი ცხოველის ტანხორცი, შინაგანი ორგანოები და ტყავი ექვემდებარება განადგურებას სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ.

3. არ დაიშვება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის ხანძრის, სატრანსპორტო ავარიით, ელვით, ელექტროდენით დაღუპული, გაყინული, დამხრჩვალი და ა.შ. არც ერთი სახის ცხოველის ხორცი. ასეთი ცხოველის ტან-ხორცი ექვემდებარება უტილიზაციას ან (თუ ცხოველი გახრწნილი არ არის) მოხარშვის შემდეგ დაიშვება მათი ცხოველის საკვებად გამოყენება, ინფექციური და ინვაზიური დაავადებების აღმძვრელების არსებობაზე სავალდებულო ბაქტერიოლოგიური გამოკლევის შემდე