1. შინაური ღორის ტან–ხორცსა და შიგნეულს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევებისა, უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:
ა) თავისა და კისრის ვიზუალური დათვალიერება, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების (Lnn mandibulares) გაკვეთა და გამოკვლევა, პირის, ხახისა და ენის ვიზუალური დათვალიერება;
ბ) ფილტვების, ტრაქეისა და საყლაპავი მილის დათვალიერება, ფილტვების პალპაცია, ბრონქიალური და შუასაყარის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) პალპაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაკვეთა. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამედ წილში, მთავარი განშტოების პერპენდიკულარულად. გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;
გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. გულის დათვალიერება უნდა მოხდეს მისი სიგრძეზე გაკვეთის შემდეგ ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;
დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;
ე) ღვიძლის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლების (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება;
ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება;
ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;
თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;
ი) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;
კ) გენიტალური (სასქესო) ორგანოების ვიზუალური დათვალიერება;
ლ) სარძევე ჯირკვლების და მისი ლიმფური კვანძების (Lnn. supramammarii) ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, ნეზვის ლიმფური კვანძების გაკვეთა;
მ) ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას. გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხე;
ნ) ტრიქინელოზზე.
2. ღორების პირველადი წარმოების ადგილიდან მიღებული ეპიდემიოლოგიური ან სხვა მონაცემების საფუძველზე, სააგენტომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გასუქებაზე მყოფი ღორები საჭიროებენ სპეციალურ კონტროლს, მას შემდეგ, რაც ისინი მოშორებული იქნებიან ძუძუთი კვებას. ამ შემთხვევაში მათი შემოწმება შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერები