ცხვრისა და თხის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:

ა) თავის დათვალიერება გატყავების შემდეგ, ასევე საეჭვო შემთხვევაში ტრაქეას, პირის ღრუს, კისრის, ენის, ხახისა და ყბაყურა ლიმფური კვანძების დათვალიერება. თუ ცხვრის ან თხის თავი, ენისა და ტვინის ჩათვლით, არ იქნება გამოყენებული სურსათად, არ არის საჭირო მათი დათვალიერება;

ბ) ფილტვების, ტრაქეისა და საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება. ბრონქიალური და შუასაყარის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, აღნიშნული ორგანოები და ლიმფური კვანძები უნდა იქნეს გაკვეთილი და გამოკვლეული;

გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. ეჭვის შემთხვევაში, გული უნდა გაიკვეთოს და გამოკვლეულ იქნეს;

დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;

ე) ღვიძლის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ღვიძლის ვისცერალური (ქვედა ზედაპირი) ზედაპირისა და ღვიძლის ქვედა წილის გაკვეთა ნაღველის სადინრის გამოკვლევის მიზნით;

ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება;

ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;

თ) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;

ი) გენიტალური (სასქესო) ორგანოების დათვალიერება;

კ) სარძევე ჯირკვლის და მისი ლიმფური კვანძების ვიზუალური დათვალიერება;

ლ) ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას. გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხ