ექვს კვირაზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:
ა) თავისა და კისრის ვიზუალური დათვალიერება, ყბისქვეშა, ხახის და ყბაყურა ლიმფური კვანძების (Lnn, retropharyngiales, mandibulares and parotidei) გაკვეთა და გამოკვლევა, გარე საღეჭი კუნთების გამოკვლევა, რომელიც ქვედა ყბამდე უნდა გაიჭრას ორ პარალელურ ნაწილად, შიდა საღეჭი კუნთების (შიდა ფრთისებრი კუნთების) გამოკვლევა, რომლებიც უნდა გაიკვეთოს სიგრძეზე. უნდა მოცილდეს ენა, რათა შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის დეტალური დათვალიერება, აუცილებელია ენის დათვალიერება და პალპაცია, ჯირკვლები აუცილებლად უნდა ამოიჭრას;
ბ) ტრაქეისა და საყლაპავი მილის დათვალიერება, ფილტვების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია, ბრონქიალური და მედიასტინალური ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) გაკვეთა და დათვალიერება. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამედ ნაწილში, მთავარი განშტოების პერპენდიკულარულად; გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;
გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. გულის დათვალიერება უნდა მოხდეს მისი სიგრძეზე გაკვეთის შემდეგ ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;
დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;
ე) ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ღვიძლის ვისცელარული (ქვედა ზედაპირი) ზედაპირისა და ღვიძლის ქვედა წილის გაკვეთა ნაღველის სადინარის გამოკვლევის მიზნით;
ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი) და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales და caudales) ვიზუალური დათვალიერება, პალპაცია, და, საჭიროების შემთხვევაში, კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების გაკვეთა;
ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;
თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;
ი) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;
კ) გენიტალური (სასქესო) ორგანოების დათვალიერება;
ლ) სარძევე ჯირკვლებისა და მისი ლიმფური კვანძების (Lnn. supramammarii) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში, პალპაცია და გაკვეთა. ძროხის ცურის თითოეულ ნახევარზე უნდა გაკეთდეს ღრმა, გრძივი კვეთა, რათა გაიკვეთოს რძის სადინარები (sinus lactiferes) და ლიმფური კვანძები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცური არ იქნება გამოყენებული სურსათა