1. თუ არ არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, სახელმწიფო ვეტერინარმა ბიზნესოპერატორს უნდა მისცეს შესაბამისი მითითებები აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის აღმოჩენისას, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული მითითებები უნდა იყოს დარღვევის პროპორციული.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითებები არ იქნება შესრულებული ბიზნესოპერატორის მიერ, სახელმწიფო ვეტერინარი უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ დაუყონებლივ აცნობოს სააგენტოს.

4. თუ სახელმწიფო ვეტერინარი გამოავლენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ცხოველის კეთილდღეობის წესების დარღვევას ტრანსპორტირების დროს, ის ვალდებულია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.

5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა შესაძლებელია განახორციელოს ვეტერინარმა ტექნიკოსმა, ამასთან, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სახელმწიფო ვეტერინარს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია მისცეს ბიზნესოპერატორს შესაბამისი მითითებები სახელმწიფო ვეტერინარის მოსვლამდე, შეუსაბამობის აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნი