1. სასაკლაოს და იმ საწარმოების სახელმწიფო კონტროლის დროს, რომლებიც ახორციელებენ ხორცის დანაწილებას, დანაწევრებას, ნაჭრებად დაჭრას, ძვლის გამოცლას ბაზარზე განთავსების მიზნით, სახელმწიფო ვეტერინარი, ვალდებულია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სპეციალური წესით გათვალისწინებული ცხოველური წარმოშობის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმება;
ბ) ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება;
გ) დაკლული ცხოველის ტანხორცის და შიგნეულის დაკვლისშემდგომი შემოწმება;
დ) განსაკუთრებული რისკის მასალისა და სხვა სუბპროდუქტების შემოწმება;
ე) საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშის აღება ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით;
ვ) ცხოველის კეთილდღეობის შემოწმება;
ზ) ამ წესის მე-4 თავით დადგენილი მოთხოვნების შემოწმება.
2. შინაური ჩლიქოსანი ცხოველის ტან–ხორცზე, რომელიც იჭრება ორ ან მეოთხედ ნაწილად, ხოლო ორ ნაწილად დაჭრილი ტანხორცის თითოეული ნაწილი იჭრება არა უმეტეს სამ ნაჭრად, უნდა მოხდეს ჯანმრთელობის ნიშანდება ამ წესის მე–6 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად. ჯანმრთელობის ნიშანდება ხდება სახელმწიფო ვეტერინარის პასუხისმგებლობით, როდესაც ზედამხედველობის შედეგად დადგინდება, რომ ცხოველის დაკვლის შედეგად მიღებული ხორცი ვარგისია ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის შემდეგ სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა განახორციელოს ამ წესის მე–3 თავით გათვალისწინებული ქმედებები.
4. ვეტერინარ ტექნიკოსს უფლება აქვს დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ვეტერინარს ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისას.
5. ბიზნესოპერატორის თანამშრომელს, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, უფლება აქვს განახორციელოს ამ წესის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ფრინველის და ბოცვრისებრთა ხორცის წარმოებისას, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით და მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევის შესახებ.
6. მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილებისა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისათვის, სასაკლაოს წარმადობისა და ტიპის მიხედვით, სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის საჭირო რაოდენობას განსაზღვრავს სააგენტ