1. ეს წესი ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის ორგანიზებისა და განხორციელების წესს.

2. ეს წესი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასა და გადამუშავებაზე, ასევე ნანადირევზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ:

ა) სასაკლაოზე და სასაკლაოს გარეთ გადაუდებელ დაკვლაზე, გარეული ცხოველების მოშენების წარმოების ადგილზე, იმ საწარმოებზე, სადაც ხორციელდება ხორცის დანაწილება, დანაწევრება, ნაჭრებად დაჭრა, ძვლის გამოცლა;

ბ) ცოცხალი ორსადგულიანი მოლუსკების და თევზჭერის პროდუქტების წარმოება/გადამუშავებაზე;

გ) ნედლი რძის წარმოებაზე, ნედლი რძის შემკრებ პუნქტამდე.

3. ამ წესით გათვალისწინებული სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება იმ საქმიანობასა და პირზე, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი