სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა აღრიცხოს და შეაფასოს ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგები, კერძოდ:

ა) თუ ცხოველის დაკვლისწინა ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს გამოვლინდა დაავადება ან ცხოველის ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ბიზნესოპერატორს;

ბ) თუ დაკვლისწინა ან/და დაკვლისშემდგომი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ცხოველი დაავადდა პირველადი წარმოების ადგილზე, საიდანაც მოხდა მისი ტრანსპორტირება სასაკლაომდე, სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს პირველად წარმოების ბიზნესოპერატორს და საჭიროების შემთხვევაში - სააგენტოს;

გ) დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი შემოწმებისა და გამოკვლევის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;

დ) თუ დაკვლისწინა ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს სახელმწიფო ვეტერინარს გაუჩნდება ეჭვი, რომ ცხოველი დაავადებულია ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ დაავადებების ნუსხაში შეტანილი დაავადებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაავადებით, მან ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს და შესაბამის ბიზნესოპერატორს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის გავრცელებ