1. ვეტერინარი ტექნიკოსი უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო ვეტერინარის ექიმის უფლებამოსილებები სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ წესის მე–13 მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. შემოწმებისას ვეტერინარი ტექნიკოსი აგროვებს მხოლოდ ინფორმაციას სპეციალური წესის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და HACCP-ის პრინციპების საფუძველზე შემუშავებული პროცედურების შესახებ.

3. სახელმწიფო ვეტერინარს ვეტერინარი ტექნიკოსი პრაქტიკული ამოცანების შესრულებაში დახმარებას უწევს:

ა) დაკვლისწინა შემოწმებისას;

ბ) ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისას.

4. დაკვლისშემდგომი შემოწმების პროცესში სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს ვეტერინარი ტექნიკოსის მუშაობ