ექვს კვირამდე ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს დაკვლისშემდგომი შემოწმების შემდეგი პროცედურები:
ა) თავისა და საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება, ხახის ლიმფური კვანძების (Lnn. retropharyngiales) გაკვეთა და დათვალიერება, პირის ღრუს და ხახის დათვალიერება, ენის პალპაცია, ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრა;
ბ) ფილტვების, ტრაქეასა და საყლაპავი მილის ვიზუალური დათვალიერება, ფილტვების პალპაცია, ბრონქიალური და შუასაყარის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) გაკვეთა და დათვალიერება. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამე ნაწილში, მთავარი ღერძის პერპენდიკულარულად; ფილტვების გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;
გ) პერიკარდიუმისა (გულის შემაერთებელქსოვილიანი ჩანთა) და გულის ვიზუალური დათვალიერება – გული უნდა გაიკვეთოს სიგრძეზე იმგვარად, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;
დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;
ე) ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა (პანკრეასის) და ღვიძლის ლიმფური კვანძების ვიზუალური დათვალიერება (Lnn. portales), პალპაცია და საჭიროების შემთხვევაში, ღვიძლის და მისი ლიმფური კვანძების გაკვეთა;
ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება, პალპაცია და საჭიროების შემთხვევაში, კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების გაკვეთა;
ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;
თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;
ი) პლევრისა და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს თხელი სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;
კ) ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას; გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხ