შინაური კენტჩლიქიანი ცხოველის ტან–ხორცსა და შიგნეულს უნდა ჩაუტარდეს შემდეგი სახის დაკვლისშემდგომი შემოწმება:
ა) გატყავების შემდეგ თავის ვიზუალური დათვალიერება. ყელის ვიზუალური დათვალიერება უნდა მოხდეს პირის ღრუს ენისაგან გათავისუფლების შემდეგ; ყბისქვეშა, ხახის და ყბაყურა ლიმფური კვანძების (Lnn retropharyngiales, mandibulares and parotidei) პალპაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაკვეთა; პირის ღრუ აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ენისაგან, რათა შესაძლებელი გახდეს პირის ღრუსა და ხახის დეტალური დათვალიერება, აუცილებელია ენის დათვალიერება და პალპაცია; ჯირკვლები აუცილებლად უნდა ამოიჭრას;
ბ) ფილტვების, ტრაქეისა და საყლაპავი მილის დათვალიერება, ფილტვების პალპაცია, ბრონქიალური და შუასაყრის ლიმფური კვანძების (Lnn. bifucationes, eparteriales, mediastinales) პალპაცია და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გაკვეთა. ტრაქეა და ბრონქების მთავარი განშტოებები უნდა გაიკვეთოს მთელ სიგრძეზე, ფილტვები კი - ქვედა მესამედ ნაწილში, მთავარი განშტოების პერპენდიკულარულად. გაკვეთა საჭირო არ არის, თუ ფილტვები არ იქნება გამოყენებული სურსათად;
გ) პერიკარდიუმისა და გულის ვიზუალური დათვალიერება. გულის დათვალიერება უნდა მოხდეს მისი სიგრძეზე გაკვეთის შემდეგ ისე, რომ გაიხსნას პარკუჭები და გაიჭრას წინაგულთაშორისი ძგიდე;
დ) დიაფრაგმის ვიზუალური დათვალიერება;
ე) ღვიძლის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლების (პანკრეასის) ლიმფური კვანძების (Lnn portales) ვიზუალური დათვალიერება;
ვ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ჯორჯლის (კუჭის ღრუს ქსოვილური საფარი), კუჭისა და ჯორჯლის ლიმფური კვანძების (Lnn. gastrici, mesenterici, craniales, caudales) ვიზუალური დათვალიერება;
ზ) ელენთის ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, მისი პალპაცია;
თ) თირკმელების ვიზუალური დათვალიერება და, საჭიროების შემთხვევაში, თირკმელებისა და თირკმელების ლიმფური კვანძების (Lnn. renales) გაკვეთა;
ი) პლევრისა (ფილტვის სეროზული გარსი) და პერიტონიუმის (მუცლის ღრუს სეროზული გარსის) ვიზუალური დათვალიერება;
კ) ულაყის შემთხვევაში, გენიტალური (სასქესო) ორგანოების ვიზუალური დათვალიერება;
ლ) ცურისა და მისი ლიმფური კვანძების (Lnn. supramammarii) ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში მათი გაკვეთა;
მ) ახალგაზრდა ცხოველის ჭიპის ზონისა და სახსრების ვიზუალური დათვალიერება და პალპაცია. ეჭვის შემთხვევაში, ჭიპის ზონა უნდა გაიკვეთოს, ხოლო სახსრები გადაიხსნას. გამოკვლეული უნდა იქნეს სინოვიალური (სახსრების ხახუნის შემარბილებელი) სითხე;
ნ) ნაცრისფერი და თეთრი ფერის ყველა ცხენი შემოწმებული უნდა იქნეს მელანოზზე და მელანომას არსებობაზე მხრის კუნთებისა და ლიმფური კვანძების შემოწმებით (Lnn. subrhomboidei), ბეჭის ხრტილის ქვეშ, მხრის კუნთების გათავისუფლების შემდეგ. თირკმელები უნდა ამოიჭრას და შემოწმდეს მთელ სიგრძეზე გაკვეთის გზი