1. მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება მოიცავს:

ა) მოშენებული გარეული ცხოველის წარმოშობის ადგილის „სპეციალური წესის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;

ბ) წარმოშობის ადგილის (ფერმა, მეურნეობა) იდენტიფიკაციას და ინფორმაციას სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ;

2. თუ მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისწინა შემოწმება ხორციელდება ცხოველის სასაკლაოზე მიყვანამდე სამი დღით ადრე და ცხოველის სასაკლაოზე მიყვანა ხდება ცოცხალ მდგომარეობაში, დაკვლისწინა შემოწმება მოიცავს:

ა) მოშენებული გარეული ცხოველის იდენტიფიკაციას;

ბ) მოშენებული გარეული ცხოველის ვიზუალურ დათვალიერებას, რათა დადგენილი იქნეს დაცული იყო თუ არა მოშენებული გარეული ცხოველის კეთილდღეობის წესები;

გ) არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი რაიმე ნიშნები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობაზე.

3. მოშენებული გარეული ცხოველის დაკვლისშემდგომი შემოწმებისას:

ა) ხორციელდება პალპაცია, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მოშენებული გარეული ცხოველის იმ ნაწილის გაკვეთა, რომელმაც განიცადა რაიმე სახის ცვლილება, ან არსებობს რაიმე ეჭვი მათ მიმართ;

ბ) შემოწმება ხორციელდება მსხვილფეხა ცხოველის, შინაური ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის დაკვლისშემდგომი შემოწმების იდენტურა