1. ამ წესის მე–16 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული 6 კვირაზე მეტი ასაკის მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის და ღორის დაკვლისშემდგომი შემოწმება საშუალებას იძლევა გამოვლენილ იქნეს ცისტიცერკოზი. ამასთანავე, შესაძლებელია აღნიშნული დაავადების აღმოჩენის მიზნით, გამოყენებული იქნეს სპეციალური სეროლოგიური ტესტები. ექვს კვირაზე მეტი ასაკის მქონე მსხვილფეხა ცხოველის შემთხვევაში, დაკვლისშემდგომი შემოწმებისას, არ არის სავალდებულო საღეჭი კუნთის გაკვეთა, როდესაც ხდება სეროლოგიური ტესტის გამოყენება. იგივე ეხება ექვს კვირაზე მეტი ასაკის მქონე მსხვილფეხა ცხოველს, რომელიც გაიზარდა ისეთ სადგომში, სადაც დადგენილია, რომ არ არსებობს ცისტიცერკოზი.
2. ცისტიცერკოზით დაავადებული ხორცი მიიჩნევა სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად. თუ ცხოველის ტანხორცი მთლიანად არ არის დაზიანებული, დაუზიანებელი ცხოველის ტანხორცის ნაწილები შეიძლება ადამიანის საკვებად ვარგისად იქნეს მიჩნეული მხოლოდ გაყინვის შემდე