1. თუ შინაურ ფრინველს დაკვლისწინა შემოწმება ჩაუტარდა პირველადი წარმოების ადგილზე, არ არის აუცილებელი სასაკლაოზე დაკვლისწინა შემოწმების ჩატარება, თუ:
ა) ფრინველს ან/და ფრინველის გუნდს თან ახლავს ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის სერტიფიკატი (დანართი N1);
ბ) დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. ფრინველის დაკვლისწინა შემოწმება პირველადი წარმოების ადგილზე უნდა მოიცავდეს შემდეგ პროცედურებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჩანაწერების ან დოკუმენტების, მათ შორის სურსათის საწარმოო ჯაჭვის შესახებ ინფორმაციის შემოწმებას;
ბ) ფრინველის გუნდის შემოწმებას იმის დასადგენად:
ბ.ა) აქვთ თუ არა ისეთი დაავადება ან მდგომარება, რომელიც შეიძლება გადაედოს სხვა ცხოველს ან ადამიანს ასეთი ფრინველის დამუშავების დროს ან მისგან მიღებული ხორცის სურსათად მოხმარების შედეგად. ამასთან, აღენიშნება თუ არა მას ასეთი დაავადების ნიშნები;
ბ.ბ) აღენიშნება თუ არა ჩვეულებრივი ქცევის დარღვევა ან დაავადების ნიშნები, რამაც მისგან მიღებული ხორცი შეიძლება უვარგისი გახადოს სურსათად მოხმარებისთვის;
ბ.გ) ქიმიური ნივთიერებების ან აკრძალული ნივთიერებების ნარჩენების ოდენობა აღემატება თუ არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაჩვენებლებს.
3. ფრინველის ან ფრინველის გუნდის დაკვლისწინა შემოწმებას პირველადი წარმოების ადგილზე ახორციელებს სახელმწიფო ვეტერინარი ან ავტორიზებული ვეტერინარი.
4. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ფრინველის ან ფრინველის გუნდს დაკვლისწინა შემოწმება ხორციელდება პირველადი წარმოების ადგილზე, დაკვლის ადგილას მიყვანისას უნდა შემოწმდეს, მხოლოდ:
ა) ახლავს თუ არა მას ჯანმრთელობის სერტიფიკატი ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის (დანართი N1);
ბ) დაცულია თუ არა ცხოველის კეთილდღეობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
გ) არსებობს თუ არა ისეთი მდგომარეობის მაჩვენებელი რაიმე ნიშანი, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე.
5. თუ ფრინველი ან ფრინველის გუნდი არ დაიკლა ცოცხალი ცხოველის სასაკლაოზე გადაადგილებისათვის განკუთვნილი ჯანმრთელობის სერტიფიკატის (დანართი N1) გაცემიდან 3 დღის განმავლობაში, ფრინველს ან ფრინველის გუნდს უნდა ჩაუტარდეს ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება და გაიცეს ახალი სერტიფიკატი.
6. თუ ფრინველი ან ფრინველის გუნდი არ დაიკლა ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემიდან 3 დღის განმავლობაში და ფრინველი ან ფრინველის გუნდი უკვე გაიგზავნა სასაკლაოზე, მაშინ დაკვლის ადგილას უნდა ჩატარდეს ხელახალი დაკვლისწინა შემოწმება, დაგვიანების მიზეზის დადგენის შემდეგ.
7. თუ ფრინველს ან/და ფრინველის გუნდს დაკვლისწინა შემოწმება არ ჩატარებია პირველადი წარმოების ადგილზე, მას დაკვლისწინა შემოწმება უნდა ჩაუტარდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ იმ საწარმოში, სადაც განხორციელდება მისი დაკვლა.
8. თუ ფრინველი ავლენს რომელიმე დაავადების კლინიკურ ნიშნებს, ის არ შეიძლება დაიკლას ადამიანის მიერ სურსათად მოხმარების მიზნით. ასეთი ფრინველი შეიძლება დაიკლას სასაკლაოზე, სამუშაო დღის ბოლოს, ფრინველების დაკვლის დასრულების შემდეგ, თუ მიღებული იქნება პრევენციული ღონისძიებები პათოგენური ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საკლავი მოწყობილობები და აღჭურვილობა უნდა გაიწმინდოს და მოხდეს მისი გაუსნებოვნება დეზინფექციი