1. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონებში შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის, კვერცხის დასადებად მომზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილების, კვერცხის და ტანხორცის გადაადგილება და ტრანსპორტირება სადგომიდან საავტომობილო გზებზე, ან სარკინიგზო გზებზე, სადგომების კერძო სამომსახურეო გზების გარდა.
2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს შინაური ფრინველის ხორცის ტრანსპორტირების აკრძალვა სასაკლაოდან, ხორცის დამჭრელი საწარმოდან და სამაცივრე საწყობიდან, გარდა იმ შემთხვევისა თუ ხორცი წარმოებულია:
(a) შინაური ფრინველისგან, რომლის მიღება ხდება იმ რეგიონიდან, რომელიც არ შედის დამცავ ზონაში, და შენახვა და ტრანსპორტირება ხორციელდება დამცავი ზონის შინაური ფრინველის ხორცისგან განცალკევებით; ან
(b) დამცავ ზონაში არსებულ სადგომზე ყველაზე ადრეული ინფიცირების სავარაუდო თარიღად სულ მცირე 21 დღით ადრე, რომლის შენახვა და ტრანსპორტირება წარმოების მომენტიდან ხორციელდებოდა ამ თარიღის შემდეგ წარმოებული ხორცისგან განცალკევებით.
3. თუმცა, პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული აკრძალვები არ ეხება ტრანზიტს დამცავი ზონის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო გზებზე გადმოტვირთვისა და შეჩერების გარეშ