a. გაგზავნამდე მუდმივად იმყოფებოდა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე იმ პერიოდის განმავლობაში რომელიც განისაზღვრება 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;
b. აკმაყოფილებს 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მიღებულ ცხოველთა ჯანმრთელობის პირობებს შესაბამისი ქვეყნიდან შინაური ფრინველისა და საინკუბაციო კვერცხის იმპორტთან დაკავშირებით. აღნიშნული პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს შინაური ფრინველის სახეობისა და კატეგორიის მიხედვით.
2. ცხოველთა ჯანმრთელობის პირობები განისაზღვრება II თავითა და მისი შესაბამისი დანართებით დადგენილი წესების საფუძველზე. 33(2)-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება ცალკეულ შემთხვევებში თუ შესაბამისი მესამე მსოფლიოს ქვეყანა წარმოადგენს ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მსგავს გარანტიებს, რომლებიც მინიმუმ ექვივალენტური