1. 22-ე მუხლის დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას საინკუბაციო კვერცხის პირდაპირი ტრანსპორტირება ნებისმიერი სადგომიდან დამცავ ზონაში მდებარე, კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ სანაშენეში („სპეციალურად განსაზღვრული სანაშენე"), ან შემდეგი პირობების დაცვისას დამცავ ზონაში მდებარე სადგომიდან ნებისმიერ სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში, თუ:
(a) სანაშენე კვერცხისმდებელი ფრინველების გუნდი, საიდანაც იწარმოება საინკუბაციო კვერცხები, შემოწმებულია დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და ამ სადგომებში არ არსებობს ეჭვი ფრინველის გრიპზე;
(b) გაგზავნამდე ხდება საინკუბაციო კვერცხისა და მათი შეფუთვის დეზინფექცია და უზრუნველყოფილია ამ კვერცხის მიკვლევადობა;
(c) საინკუბაციო კვერცხის ტრანსპორტირება ხორციელდება კომპეტენტური ორგანოს მიერ ან მისი ზედამხედველობის ქვეშ დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით;
(d) სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში გამოიყენება ბიოუსაფრთხოების ღონისძიებები კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად.
2. 22-ე მუხლის დებულებებიდან გადახვევით კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას კვერცხის პირდაპირი ტრანსპორტირება:
(a) კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ შეფუთვის ცენტრში ("სპეციალურად განსაზღვრული შეფუთვის ცენტრი") იმ პირობით, რომ ისინი დაფასოებულია ერთჯერად შეფუთვაში და დაცულია კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ყველა ბიოუსაფრთხოების ზომა;
(b) კვერცხის პროდუქტების საწარმოში რეგულაციის (EC) N 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, სადაც მათი განკარგვა და გადამუშავება უნდა მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI ქვეთავის შესაბამისად; ან
(c) გასანადგურებლა