კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონებში შემდეგი ღონისძიებების გამოყენება:
(a) ყველა კომერციული შინაური ფრინველის სადგომის აღწერა ხორციელდება შეძლებისდაგვარად სწრაფად;
(b) აკრძალულია შინაური ფრინველის, კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილებისა და კვერცხების გადაადგილება საკონტროლო ზონის ფარგლებში კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი ბიოუსაფრთხოების ზომების გამოყენებას ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად;
აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება გადმოტვირთვის და შეჩერების გარეშე საავტომობილო ან სარკინიგზო გზით საკონტროლო ზონის გავლით ტრანზიტზე;
(c) აკრძალულია შინაური ფრინველის, კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის, ერთი დღის ასაკის წიწილებისა და კვერცხების გადაადგილება სასაკლაოებზე, შეფუთვის ცენტრებში ან კვერცხის პროდუქტების საწარმოებში, რომლებიც მდებარეობს საკონტროლო ზონის ფარგლებს გარეთ; თუმცა, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას ქვემოთ ჩამოთვლილთა პირდაპირი ტრანსპორტირება:
(i) შინაური ფრინველის ტრანსპორტირება სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოზე გადაუდებელი დაკვლის მიზნით 23(1)-ე მუხლის (a), (b) და (d) ქვეპუნქტების შესაბამისად; კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას დამცავი და საკონტროლო ზონებიდან შინაური ფრინველის პირდაპირი ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში მდებარე სპეციალურად განსაზღვრულ სასაკლაოებზე გადაუდებელი დაკვლის და ასეთი შინაური ფრინველისგან მიღებული ხორცის შემდგომი გადაადგილების მიზნით;
(ii) კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის ტრანსპორტირება იმ სადგომებში სადაც არ არის სხვა შინაური ფრინველი იმავე წევრ სახელმწიფოში; აღნიშნული სადგომები უნდა მოთავსდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველის მიღების შემდეგ, და კვერცხის დასადებად გამზადებული შინაური ფრინველი უნდა იმყოფებოდეს დანიშნულების სადგომზე არანაკლებ 21 დღის განმავლობაში;
(iii) ერთი დღის ასაკის წიწილების ტრანსპორტირება:
სადგომზე ან ასეთი სადგომის ფარდულში, იმავე წევრ სახელმწიფოში, იმ პირობით თუ მოხდება ბიოუსაფრთხოების სათანადო ზომების მიღება და ტრანსპორტირების შემდეგ სადგომის მოთავსება სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო ერთი დღის ასაკის წიწილები დარჩებიან სადგომზე არანაკლებ 21 დღის განმავლობაში, ან
თუ წიწილები გამოიჩეკნენ დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებს გარეთ მდებარე შინაური ფრინველის სადგომებში წარმოებული კვერცხებიდან, ნებისმიერ სხვა სადგომში იმ პირობით, თუ თავისი ტექნიკურ-მატერიალური და ბიოუსაფრთხოების სამუშაო პირობებიდან გამომდინარე გამგზავნი სანაშენე უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კონტაქტი ამ კვერცხებსა და ამ ზონებში განთავსებული შინაური ფრინველის გუნდიდან მიღებულ საინკუბაციო კვერცხებს ან ერთი დღის ასაკის წიწილებს შორის, რომლებსაც შესაბამისად აქვთ განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობა;
(iv) საინკუბაციო კვერცხების ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე სპეციალურად განსაზღვრულ სანაშენეში; გაგზავნამდე უნდა მოხდეს კვერცხებისა და მათი შეფუთვის დეზინფიცირება და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ კვერცხების მიკვლევადობა;
(v) სასურსათო კვერცხის ტრანსპორტირება შეფუთვის ცენტრში, იმ პირობით თუ კვერცხი დაფასოებული იქნება ერთჯერად შეფუთვაში და მიღებული იქნება კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ბიოუსაფრთხოების ყველა ზომა;
(vi) კვერცხების ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში ან მის ფარგლებს გარეთ მდებარე კვერცხის პროდუქტების საწარმოში რეგულაციის N (EC) 853/2004 III დანართის X ქვეთავის II თავის თანახმად, რომელთა განკარგვა და დამუშავებაც უნდა მოხდეს რეგულაციის (EC) N 852/2004 II დანართის XI თავის დებულებების შესაბამისად;
(vii) კვერცხების ტრანსპორტირება გასანადგურებლად;
(d) ნებისმიერმა პირმა, რომელიც შედის საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომში ან გადის ასეთი სადგომიდან, უნდა დაიცვას ბიოუსაფრთხოების შესაბამისი ზომები, რომელთა მიზანია ფრინველის გრიპის გავრცელების პრევენცია;
(e) ცოცხალი შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის, ტანხორცის, საკვების, ნაკელის, წუნწუხის და საგებლის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სავარაუდოდ დასნებოვნებული სატრანსპორტო საშუალებები და მოწყობილობა-დანადგარები და სხვა მასალები ან ნივთიერებები, დასნებოვნებისთანავე უნდა გაიწმინდოს ან ჩაუტარდეს დეზინფექცია 48-ე მუხლით გათვალისწინებული ერთი ან მეტი პროცედურის გამოყენებით;
(f) დაუშვებელია შინაური ფრინველის, სხვა მოშინაურებული ფრინველის ან შინაური სახეობის ძუძუმწოვრების შეტანა სადგომში ან სადგომიდან გატანა კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ ძუძუმწოვრებზე, რომელთაც აქვთ წვდომა მხოლოდ ადამიანების საცხოვრებელ ადგილებზე, სადაც მათ:
(i) არა აქვთ კონტაქტი ადგილობრივად მობინადრე შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან, და
(ii) არა აქვთ წვდომა გალიებთან ან ტერიტორიასთან, სადაც განთავსებულია ასეთი ადგილობრივად მობინადრე ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი;
(g) სადგომში ავადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის გაზრდის ან პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც განახორციელებს შესაბამის კვლევას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად;
(h) აკრძალულია ჭუჭყიანი საგებლის, ნაკელის ან წუნწუხის გატანა ან მიმოფანტვა, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს ნებადართულია კომპეტენტური ორგანოს მიერ; კონტროლის ზონაში მდებარე სადგომიდან ნაკელის გადაადგილება შეიძლება დაშვებულ იქნეს ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვით, დამუშავებისათვის ან
შემდგომი დამუშავების მიზნით დროებითი დასაწყობებისთვის ფრინველის გრიპის ვირუსის სავარაუდო არსებობის აღმოსაფხვრელად რეგულაციის (EC) N 1774/2002 ან სპეციალური წესების შესაბამისად, რომლებიც შეიძლება მიღებული იქნეს 64(2)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;
(i) აკრძალული შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის ბაზრობები, ბაზრები, გამოფენები და სხვა სახის შეკრებები;
(j) არ უნდა მოხდეს შინაური ფრინველის გაშვება სანადირო ფრინველის რეპოპულაციის მიზნი