1. ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მე-3, მე-4, მე-5 ქვეთავებით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია გასცეს ბრძანება ბიოუსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ დამცავ და საკონტროლო ზონებში, და დამატებით შეზღუდულ ზონებში არსებულ სადგომებში, ისევე როგორც შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის მოსათავსებელ გალიებში შესაბამის წევრ სახელმწიფოებში.

აღნიშნული ღონისძიებები შესაძლოა მოიცავდეს შეზღუდვებს სატრანსპორტო საშუალებების ან ადამიანების გადაადგილებაზე საკვების მიწოდების და კვერცხის შეგროვების მიზნით, სასაკლაოებზე შინაური ფრინველის ტრანსპორტირებაზე, ტანხორცის შეგროვებაზე განადგურების მიზნით და პერსონალის, ვეტერინარების და იმ ადამიანების გადაადგილებაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მოწყობილობა-დანადგარების მიწოდებას ფერმაში.

2. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც იღებენ 1-ლი აბზაცით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

3. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

4. გადაწყვეტილების 90/424/EEC შესაბამისად მისაღები გადაწყვეტილებების შეზღუდვის გარეშე, შეიძლება მიღებულ იქნეს შემდგომი ზედამხედველობის, ბიოუსაფრთხოებისა და კონტროლის ზომები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 7

ღონისძიებები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების გარდა გარკვეულ ობიექტებზე მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის არსებობის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევებ