1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ დეტალური ზომები, რომელთა გათვალისწინებითაც მათ შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი მე-16 და 23-27-ე მუხლების დებულებებიდან, მათ შორის ადეკვატური ალტერნატიული ღონისძიებები და პირობები.

აღნიშნული გამონაკლისები უნდა ეფუძნებოდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ჩატარებულ რისკების შეფასებას.

2. რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-3 და მე-4 ქვეთავებით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან სანაშენეში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში.

3. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისი მე-18 მუხლის (b) და (c) ქვეპუნქტებით, 22-ე მუხლით და 30-ე მუხლის (b), (c) და (f) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც შინაური ფრინველები ან სხვა მოშინაურებული ფრინველები განთავსებულია სამეცნიერო მიზნებისათვის, ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვის მიზნებისთვის.

4. მე-3 და მე-4 ქვეთავების დებულებებიდან გამონაკლისის დაშვებით, მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა რისკების შეფასების საფუძველზე შემოიღონ კონკრეტული ღონისძიებები სპორტული დანიშნულების მტრედების დამცავი და საკონტროლო ზონების ფარგლებში, ამ ზონებში და ამ ზონებიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით.

5. პირველი-მეოთხე აბზაცებით გათვალისწინებული გამონაკლისები შესაძლოა დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ პირობით, თუ ასეთი გამონაკლისები საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

6. წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ გამონაკლისების დაშვებას პირველი-მეოთხე მუხლების დებულებებიდან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ამის შესახებ კომისიას.

7. კომისიამ, ყველა შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს სიტუაცია შესაბამის წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

პირველი-მეოთხე მუხლებით დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით შესაძლოა დამტკიცდეს ღონისძიებები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

8. ნებისმიერი შინაური ფრინველი (მათ შორის, ერთი დღის ასაკის წიწილები), სხვა მოშინაურებული ფრინველები, საინკუბაციო კვერცხები, გამოყენებული ჭუჭყიანი საგებელი, ნაკელი ან წუნწუხი იმ სადგომიდან, რომელმაც მიიღო გამონაკლისის დაშვების უფლება ამ მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება გაყიდულ იქნეს შესაბამისი წევრი სახელმწიფოების ფარგლებს გარეთ, თუ სხვაგვარად არ გადაწყდა 64(3)-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა