1. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან სატრანსპორტო საშუალებებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის ეჭვის ან დადასტურების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან სატრანსპორტო საშუალებებში არსებული ყველა შინაური ფრინველის და სხვა მოშინაურებული ფრინველის დახოცვა, დაკვლა ან იზოლირება შინაური ფრინველისგან ან სხვა მოშინაურებული ფრინველისგან და მათი სახელმწიფო ზედამხედველობა სანამ არ დასრულდება კვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა გამოიყენოს მე-7 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები საჭიროებიდან გამომდინარე.
კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის გადაადგილება სხვა ადგილას, სადაც მოხდება მათი დახოცვა, დაკვლა ან იზოლირება.
კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ არ დახოცოს და არ დაკლას სასაზღვრო გამშვებ პუნქტში არსებული შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, რომლებსაც კონტაქტი არ ჰქონიათ ინფიცირებაზე საეჭვო შინაურ ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან.
2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული შინაური ფრინველის დაკვლის შემთხვევაში შინაური ფრინველის ხორცი და ამ შინაური ფრინველისგან ან შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები ან სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომლებიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა მოთავსდეს განცალკევებით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, სანამ არ დასრულდება კვლევა დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით.
3. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის დადასტურების შემთხვევაში შინაური ფრინველის ხორცი და ამ შინაური ფრინველისგან და შინაური ფრინველის ხორცისგან მიღებული სუბპროდუქტები, და ნებისმიერი სხვა შინაური ფრინველის სუბპროდუქტები, რომელიც შეიძლება დასნებოვნდეს დაკვლის დროს და წარმოების პროცესში, უნდა განადგურდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად სახელმწიფო ზედამხედველობის ქვე