1. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისები 39(2)-ე მუხლით და 39(5)-ე მუხლის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებიდან დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში არაკომერციულ სადგომში, ცირკში, ზოოპარკში, შინაური ფრინველების მაღაზიაში, ველური ბუნების პარკში, შემოღობილ ადგილას, სადაც განთავსებულია შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი სამეცნიერო მიზნებისათვის ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების და ოფიციალურად რეგისტრირებული იშვიათი ჯიშის ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის დაცვასთან დაკავშირებული მიზნებისათვის იმ პირობით, რომ ამ გამონაკლისების დაშვება საფრთხეს არ შეუქმნის დაავადების კონტროლს.

2. კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს, რომ პირველი აბზაცით გათვალისწინებული გამონაკლისების დაშვების შემთხვევაში, შინაური ფრინველი ან სხვა მოშინაურებული ფრინველი, რომლებზეც ვრცელდება ეს გამონაკლისები:

(a) უნდა განთავსდნენ და იმყოფებოდნენ მათი სადგომის შენობის შიგნით. თუ ეს არაპრაქტიკულია ან თუ საფრთხე ემუქრება მათ კეთილდღეობას, ისინი გადაყვანილ უნდა იქნან სხვა ადგილას იმავე სადგომზე ისე, რომ არ ჰქონდეთ კონტაქტი სხვა ფრინველთან ან სხვა მოშინაურებულ ფრინველთან სხვა სადგომებში. მიღებულ უნდა იქნეს ყველა გონივრული ზომა გარეულ ფრინველებთან მათი კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით.

უნდა დაექვემდებარონ შემდგომ კვლევას და ტესტირებას დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად და არ გადაადგილდნენ იქამდე, სანამ ლაბორატორიული ტესტებით არ დადასტურდება რომ ისინი აღარ ქმნიან დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის შემდგომი გავრცელების საფრთხეს; და

(b) არ უნდა გადაადგილდნენ მათი წარმოშობის ადგილის სადგომიდან, დაკვლის ან სხვა სადგომში გადაყვანის გარდა, რომელიც:

(i) მდებარეობს იმავე წევრ სახელმწიფოში, კომპეტენტური ორგანოს მითითებების შესაბამისად; ან

(ii)მდებარეობს სხვა წევრ სახელმწიფოში, რომელზეც ვრცელდება დანიშნულების წევრი სახელმწიფოს შეთანხმება.

3. სანაშენეებში დაბალპათოგენური ფრინველის გრიპის აფეთქების შემთხვევაში, რისკების შეფასების საფუძველზე კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა დაუშვას გამონაკლისები 39-ე მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ან ყველა ღონისძიებიდან.

4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაადგინონ დეტალური წესები პირველი და მესამე აბზაცებით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვებასთან დაკავშირებით.

5. წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ კომისიას პირველი და მესამე აბზაცებით დაშვებული ნებისმიერი გამონაკლისის შესახებ.

6. კომისიამ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა განიხილოს არსებული სიტუაცია ამ წევრ სახელმწიფოებთან ერთად და კომიტეტში.

7. პირველი აბზაცით გათვალისწინებული დებულებებიდან გამონაკლისების დაშვების გათვალისწინებით, შესაძლებელია მიღებული იქნეს ზომები ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად 64(3)-ე მუხლში მითითებული პროცედურის შესაბამისად.

ქვეთავი 2

ცალკეული საწარმოო ერთეულები და საკონტაქტო სადგომე