კომპეტენტურმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს სასაკლაოებზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ან სატრანსპორტო საშუალებებში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის საეჭვო არსებობის ან დადასტურების შემთხვევაში შემდეგი დამატებითი ღონისძიებების გამოყენება:

(a) არ უნდა მოხდეს შინაური ფრინველის ან სხვა მოშინაურებული ფრინველის შეყვანა სასაკლაოზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ან სატრანსპორტო საშუალებაში (b) ქვეპუნქტის თანახმად, 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის საშუალებით დასუფთავებისა და დეზინფექციის ჩატარებიდან მინიმუმ 24 საათის გასვლამდე; სასაზღვრო გამშვები პუნქტების შემთხვევაში, ფრინველის შეყვანის აკრძალვა შეიძლება გავრცელდეს სხვა ცხოველებზეც;

(b) დასნებოვნებული შენობების, მოწყობილობა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია უნდა განხორციელდეს 48-ე მუხლით დადგენილი ერთი ან მეტი პროცედურის შესაბამისად სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

(c) უნდა ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური გამოკვლევა;

(d) მე-7(2) მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოყენებული უნდა იქნეს ინფიცირებული შინაური ფრინველის ან ტანხორცის წარმოშობის სადგომებში და საკონტაქტო სადგომებში;

(e) თუ ეპიდემიოლოგიური გამოკვლევით და 35-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი კვლევებით სხვაგვარად არ განისაზღვრა, წარმოშობის სადგომზე გამოყენებული უნდა იქნეს 11-ე მუხლით დადგენილი ღონისძიებები;

(f) ფრინველის გრიპის ვირუსის იზოლატზე უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული პროცედურა ვირუსის ქვეტიპის იდენტიფიცირების მიზნით დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს შესაბამისად.

თავი V

დაბალპათოგენური ფრინველის გრიპი (LPAI)

ქვეთავი 1

სადგომებზე აფეთქების დადასტურების შემთხვევაში გამოსაყენებელი ღონისძიებე