ა) ასეთი ფრინველის მწარმოებელთა საიდენტიფიკაციო მოცემების შესახებ, რომელიც უნდა იქნეს აღრიცხული სააგენტოს მიერ განხორციელებული ინსპექტირების შემდეგ;

ბ) სააგენტოს მოთხოვნისას, თითოეული მწარმოებლის მიერ შენახული ფრინველების რაოდენობის შესახებ, ერთ საწარმოო ციკლში;

გ) მიწოდებული და გადამუშავებული ასეთი ფრინველის რაოდენობისა და ცოცხალი ფრინველის ან ტანხორცის საერთო წონის შესახებ;

დ) გაგზავნის შემდეგ, სულ მცირე, ექვსი თვის გაყიდვების დეტალები, მათ შორის, შემსყიდველების სახელისა და მისამართის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბიზნესოპერატორების ინსპექტირება უნდა განხორციელდეს რეგულარულად. ბიზნესოპერატორებმა უნდა აწარმოონ განახლებული ჩანაწერები გაგზავნიდან არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში, რომელიც ეხება მეურნეობის ტიპის მიხედვით ფრინველების და გაყიდული ფრინველების რაოდენობას და შეიცავდეს ინფორმაციას მყიდველების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მიწოდებული ცხოველის საკვების რაოდენობისა და წყაროს შესახებ.

3. წარმოება, რომელიც იყენებს „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი” დიაპაზონის სისტემას ასევე უნდა აწარმოებდეს იმ თარიღების შესახებ ჩანაწერებს, როცა ფრინველს პირველად მიეცა ამ დიაპაზონში წვდომის შესაძლებლობა.

4. ცხოველის საკვების მწარმოებლებმა და მიმწოდებლებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები გაგზავნიდან სულ მცირე ექვის თვის განმავლობაში, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მეურნეობის ტიპთან დაკავშირებით მწარმოებლებისთვის მიწოდებული საკვების შემადგენლობა შესაბამისობაში იქნება მოცემულ ცხოველის კვებასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებთან.

5. ინკუბატორში უნდა იწარმოებოდეს და ინახებოდეს სულ მცირე გაგზავნიდან ექვსი თვე ფრინველების  ხაზის შესახებ ჩანაწერები, რომლებიც აღიარებულია როგორც ნელა მზარდი და რომლებიც მიეწოდება მწარმოებლებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და ,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეურნეობის ტიპის მიხედვით.

6. რეგულარული ინსპექტირება უნდა ჩატარდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლისა და ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტების შესაბამისობის დასადგენად:

ა) ფერმაში: სულ მცირე ერთ საწარმოო ბრუნვაში ერთხელ;

ბ) ცხოველის საკვების მწარმოებელი და მომწოდებელი: სულ მცირე წელიწადში ერთხელ;

გ) სასაკლაოში: სულ მცირე ოთხჯერ წელიწადში;

დ) ინკუბატორში: სულ მცირე ერთხელ წელიწადში ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეურნეობის ტიპისთვის.

7. ამ მუხლით განსაზღვრული ინსპექტირების დროს მოწმდება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრინველის დაკვლის ასაკი