2. თუ ასეთი შემოწმებები გამოავლენს, რომ შეწოვილი წყლის მოცულობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტით დაშვებულ წყლის საერთო შემცველობას, გათვალისწინებული უნდა იქნეს გადამუშავების ეტაპზე ტანხორცის მიერ შეწოვილი წყალი, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს, და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ შეწოვილი წყლის მოცულობა აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №7 -ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ან დანართი №4-ის მე-7 მუხლით განსაზღვრულ დონეს, მყისიერად უნდა განხორციელდეს პროცესთან დაკავშირებით აუცილებელი ტექნიკური კორექტირებები სასაკლაოს მიერ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ნებისმიერ შემთხვევაში, სულ მცირე, ყოველ ორ თვეში ერთხელ, უნდა ჩატარდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წყლის შემცველობის კონტროლი, თითოეული სასაკლაოდან გაყინული ან სწრაფად გაყინული ქათმიდან ნიმუშების აღებით, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ის ან დანართ №5-ის შესაბამისად, რომელთა შერჩევა მოხდება სააგენტოს მიერ. ეს კონტროლი არ უნდა განხორციელდეს ტანხორცისთვის, რომელთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია სააგენტოსთვის დამაკმაყოფილებელი მტკიცებულება, რომ ისინი გამიზნულია ექსკლუზიურად ექსპორტისთვის.

4. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემოწმებები უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. სააგენტოს შეუძლია კონკრეტულ შემთხვევებში, გამოიყენოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები, და კერძოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №7-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნატი და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სიხშირე გაზარდოს მოცემული სასაკლაოს მიმართ, სადაც დადასტურებულია, რომ ეს აუცილებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დასაშვები წყლის საერთო შემცველობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის.

5. ყველა შემთხვევაში, როცა მიიჩნევა, რომ გაყინული ან სწრაფად გაყინული ქათმის პარტია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სასაკლაომ უნდა განაგრძოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კონტროლი მინიმალური სიხშირით მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №4-ის ან დანართ №5-ის შესაბამისად სამი თანმიმდევრული კონტროლის შემდეგ, რომელიც უნდა განხორციელდეს მაქსიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში წარმოების სამ სხვადასხვა დღეს აღებული ნიმუშებით, რომლებმაც აჩვენა უარყოფითი შედეგები.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ შემოწმების ხარჯებს იხდის დაინტერესებული სასაკლაო.

7. გაციების შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემოწმებების შედეგები ასახავს ექვსი თვის განმავლობაში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართებით №4-№7 განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობას, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული კონტროლის სიხშირე შეიძლება შემცირდეს ყოველ თვე ერთ შემოწმებამდე. დანართებში №4-№7 ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შემოწმებების ხელახალი ჩატარება.

8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კონტროლის შედეგები აღემატება დასაშვებ ლიმიტებს, აღნიშნული პარტია ითვლება, რომ არ შეესაბამება ამ ტექნიკურ რეგლამენტს. ასეთ შემთხვევაში სასაკლაოს შეუძლია მოითხოვოს, რეფერენტული გამოცდის ჩატარება აკრედიტებულ ლაბორატორიაში, სააგენტოს მიერ შერჩეული მეთოდის გამოყენებით. ამ რეფერენტული გამოცდის ხარჯები იფარება პარტიის მფლობელის მიერ.

9. თუ რეფერენტული გამოცდის შემდეგ აღნიშნული პარტია არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომელთა მიზანია დაუშვას ამ სახით მათი მარკეტინგი მხოლოდ იმ პირობით, რომ ტანხორცის, როგორც ინდივიდუალური, ისე ნაყარის, შეფუთვა ნიშანდებული იქნება სასაკლაოს მიერ სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ და ექნება ეტიკეტი ან წარწერა წითელი ფერის ასოებით „წყლის საერთო შემცველობა აღემატება დაშვებულს“.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტია უნდა დარჩეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, სანამ მისი განხილვა არ მოხდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ხოლო განმეორებით გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში განიკარგება სხვაგვარად. თუ დაუდასტურებს სააგენტოს, რომ უნდა მოხდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პარტიის ექსპორტირება, სააგენტომ უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა აღნიშნული პროდუქტის პარტიის მარკეტინგი არ განხორციელდეს ქვეყანაში.

11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნიშანდება უნდა იყოს გარკვევით, თვალსაჩინო ადგილზე, არ უნდა იყოს წაშლადი, დამალული, გამუქებული ან შეწყვეტილი სხვა ნაწერით ან გრაფიკულად. ასოები უნდა იყოს სულ მცირე 1 სმ სიმაღლის ცალკეულ შეფუთვაზე და 2 სმ ნაყარი პროდუქტის შეფუთვაზ