2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემოწმებები უნდა განხორციელდეს საქონლის დანიშნულების ადგილას ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, იმ პირობით, რომ საქონლის მარშუტში ჩარევა უნდა მოხდეს რაც შეიძლება ნაკლებად და საქონელი შეიძლება გაიგზავნიოს დანიშნულების ადგილზე სათანადო ნიმუშების აღების შემდეგ. თუმცა აღნიშნული პროდუქტები არ უნდა მიეყიდოს საბოლოო მომხმარებელს სანამ ხელმისაწვდომი არ იქნება კონტროლის შედეგი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კონტროლი უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად, რათა არ მოხდეს ფრინველის ხორცის ბაზარზე განთავსების გაუმართლებელი დაგვიანება ან ამ დაგვიანებამ არ გამოიწვიოს მათი ხარისხის გაუარესება.
4. შემოწმებების შედეგები და ნებისმიერი შემდგომი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი უნდა ეცნობოს ტვირთის მიმღებს, ტვირთის გამგზავნს ან მათ წარმომადგენელს ნიმუშის აღებიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში.
5. ტვირთის გამგზავნის ან მისი წარმომადგენელის მოთხოვნისას, აღნიშნული გადაწყვეტილებები და მიზეზები უნდა გადასცეს მას წერილობით, გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობის მოქმედი პროცედურისა და ხანდაზმულობის ვადების მითითებით.
6. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონტროლის შედეგები აღემატება დასაშვებ ლიმიტებს, პარტიის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს რეფერენტული გამოცდის ჩატარება მისთვის ლაბორატორიული გამოკვლევის პირველადი შედეგებისა და დასკვნის მიწოდებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის გამოკვლევა ხდება თავდაპირველი ტესტისთვის გამოყენებული მეთოდით. ასეთი რეფერენტული გამოცდით გამოწვეული ხარჯები უნდა დაფაროს პროდუქტის პარტიის მფლობელმა და იგი ტარდება:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ანალიზი განსაზღვრულია მისი აკრედიტაციის სფეროთი და პირველადი ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებულია სხვა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ;
ბ) მხარეთა შეთანხმებით შერჩეულ, სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, გარდა საქონლის წარმოშობის ქვეყნისა.
8. თუ ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შემდეგ, და თუ მოთხოვნილია რეფერენტული გამოცდა, რომლის შემდეგაც, აღმოჩნდება, რომ გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 და მე-15 მუხლებს, სააგენტომ უნდა გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურებ