2. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №3-ით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების შესრულებისას, დასაშვებია ფრინველის ხორცის ეტიკეტზე შემდეგი აღნიშვნების გაკეთება:

ა) „გამოკვებილია . . .%-ით“;

ბ) „ჩაკეტილ სივრცეში გაზრდილი” („საფრინველედან”);

გ) „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი”;

დ) „ტრადიციულად ბუნებრივ პირობებში გაზრდილი”;

ე) „ბუნებრივ პირობებში გაზრდილი – სრული თავისუფლება”.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახელებები შეიძლება შეივსოს მინიშნებებით, რომლებიც ეხება მეურნეობის ტიპის კონკრეტულ მახასიათებლებს.

4. პაშტეტის საწარმოებლად განკუთვნილი იხვის და ბატის ხორცის ეტიკეტზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეურნეობის ტიპის მითითებისას, ასევე უნდა მიეთითოს ტერმინი „პაშტეტის წარმოებიდან”.

5. დაკვლასთან დაკავშირებით ასაკის და სუქების პერიოდის ხანგრძლივობა აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუ გამოყენებულია ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი მეურნეობის ტიპი, და ასაკი არ უნდა იყოს დანართი №3-ის მე-3-მე-4 მუხლებით ან მე-5 მუხლით განსაზღვრულ ასაკზე ნაკლები. თუმცა ეს მოთხოვნა არ გამოიყენება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი მუხლის „ა.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფრინველის მიმარ