ა) ფრინველის ერთ ტანხორცს;

ბ) ან ერთი ან მეტი, ერთსა და იმავე ტიპის და სახეობის ფრინველისაგან მიღებულ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრულ ნაჭერს.

2. ყველა დაფასოებულ პროდუქტს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა ჰქონდეს პროდუქტის წონის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად და ცნობილია, როგორც „ნომინალური წონა”.

3. გაყინული ან სწრაფად გაყინული ფრინველის დაფასოება შეიძლება კლასიფიცირებული იყოს ნომინალური წონების კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად:

ა) ტანხორცი:

ა.ა) 3 200

30

50

80

10. პარტიაზე, რომელიც შეიცავს 100 დაფასოებულ პროდუქტზე ნაკლებს, თუ განხორციელდა არადესტრუქციული ტესტი, ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 100%-ს.

11. დაფასოებული ფრინველის ხორცის შემთხვევაში დასაშვები უარყოფითი შეცდომა (გრამი) შეადგენს:

ნომინალური წონა (გრამი)

დასაშვები უარყოფითი შეცდომა (გრამი)

ტანხორცი

ნაჭრები

1100-ზე ნაკლები

1100 < 2 400

2400 და მეტი

25

50

100

25

50

50

12. ნიმუშში თითოეული დაფასოებული პროდუქტის რეალური შემცველობის კონტროლისთვის, მინიმალური დასაშვები შემცველობა უნდა გაანგარიშდეს დასაშვები უარყოფითი შეცდომის დაფასოებული პროდუქტის ნომინალური წონიდან გამოკლებით. დაფასოებული პროდუქტის ნიმუში, რომლის რეალური შემცველობა მინიმალურ დასაშვებ შემცველობაზე ნაკლებია, უნდა ჩაითვალოს დეფექტურად.

13. შემოწმებული დაფასოებული პარტია უნდა ჩაითვალოს მისაღებად ან უარყოფილად, თუ ნიმუშში აღმოჩენილი დეფექტური კომპონენტები ნაკლებია ან ტოლია დაშვების კრიტერიუმის ან ტოლია ან აღემატება უარყოფის ქვემოთ ნაჩვენებ კრიტერიუმს:

ნიმუშების რაოდენობა

დეფექტური კომპონენტების რაოდენობა

დაშვების კრიტერიუმი

უარყოფის კრიტერიუმი

30

50

80

2

3

5

3

4

6

14. საშუალო რეალური შემცველობის კონტროლისთვის, დაფასოებული პარტია უნდა ჩაითვალოს მისაღებად, თუ დაფასოების, რომელიც ფორმირებულია ნიმუშად, საშუალო რეალური შემცველობა აღემატება ქვემოთ მითითებულ დაშვების კრიტერიუმს:

ნიმუშების რაოდენობა

დაშვების კრიტერიუმი საშუალო

რეალური შემცველობისათვის

30

50

80

X---------≥ Qn – 0,503 s

X------≥ Qn – 0,379 s

X------≥ Qn – 0,295 s

X------ = დაფასოებული პროდუქტის საშუალო რეალური შემცველობა;

Qn = დაფასოებული პროდუქტის ნომინალური წონა;

S = პარტიაში დაფასოებული პროდუქტის რეალური შემცველობის სტანდარტული გადახრა.

16. შემფუთავი ან იმპორტიორი ვალდებულია უზრუნველყოს დაფასოებული პროდუქტის ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

17. დაფასოებული პროდუქტის რაოდენობა (ან შესაფუთი რაოდენობა) ანუ „რეალური შემცველობა“ უნდა გაიზომოს ან შემოწმდეს წონის ან მოცულობის მიხედვით იმპორტიორის ან/და შემფუთავის მიერ. გაზომვა ან შემოწმება უნდა განხორციელდეს შესაბამისი დაშვებული გასაზომი ხელსაწყოების გამოყენებით.

18. შემოწმება შეიძლება ჩატარდეს ნიმუშის აღებით.

19. როდესაც რეალური შემცველობა არ არის გაზომილი (შეფასებული), შემფუთავის მიერ განხორციელებული შემოწმება უნდა იყოს იმგვარად ორგანიზებული, რომ მოახდინოს შიგთავსის რაოდენობრივი ხარისხის უზრუნველყოფა.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტის მოთხოვნები შესრულებულად ჩაითვლება, თუ შემფუთავი განახორციელებს შემოწმებას სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად და მას ხელთ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს რომ შემოწმება, ცვლილებებისა და შესწორებების გათვალისწინებით, ჩატარდა ყველა მოთხოვნის შესაბამისად.

21. გაზომვისა და შემოწმების სანაცვლოდ იმპორტიორს შეუძლია წარმოადგინოს დასტური (მტკიცებულება), რომ მას აქვს ყველა საჭირო გარანტია, რათა უზრუნველყოს საკუთარი პასუხისმგებლობა.

22. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი რაოდენობრივად გამოსახულია მოცულობით ერთეულში, შეფუთვისას გაზომვისა და შემოწმებისათვის გამოყენებულi უნდა იქნეს ამ ტექნიკურi რეგლამენტის დანართი №4-is შესაბამისად შერჩეული გამზომი კონტეინერი.

23. დაფასოებული პროდუქტის ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა შემოწმდეს სააგენტოს მიერ შემფუთავ საწარმოში ნიმუშის აღებით ან, თუ ეს არაპრაქტიკულია, საქართველოში დაფუძნებული იმპორტიორის ან იმპორტიორის წარმომადგენლის საწარმოშ