2. ნიმუში, რომელიც შედგება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ით განსაზღვრული ცალკეული პროდუქტების ჩამოთვლილი რაოდენობისგან, აღებული უნდა იყოს შემთხვევითი შერჩევის მეთოდით თითოეული შესამოწმებელი პარტიიდან სასაკლაოზე, დამჭრელ საამქროში, საბითუმო და საცალო საწყობებში ან მარკეტინგის ნებისმიერ სხვა ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტირების დროს, შემდეგი რაოდენობით:

პარტიის ზომა

(ცალი)

ნიმუშების  რაოდენობა

(ცალი)

დეფექტური ელემენტების დასაშვები რაოდენობა (ცალი)

სულ

დანართი №1-ის პირველი (1) და მე-3 მუხლებისთვის და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი  და მე-2 პუნქტებისათვის

1

2

3

4

100-500

501-3200

>3200

30

50

80

5

7

10

2

3

4

(1) დაშვება თითოეული სახეობის ფარგლებში, არა ერთი სახეობიდან მეორეში

ხოლო იმპორტის შემთხვევაში, ნიმუში აღებული უნდა იქნეს ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს, სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შეასაბამისად  მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. „ა“ კატეგორიის ფრინველის ხორცის პარტიის კონტროლის დროს, დეფექტური ელემენტების მთლიანი დასაშვები რაოდენობა მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილის მე-3 სვეტში. ეს დეფექტური ელემენტები მკერდის ფილეს შემთხვევაში შესაძლოა ასევე მოიცავდეს ფილეებს დაახლოებით ხრტილის წონის 2%-მდე (მოქნილი მკერდის ძვალი). თუმცა დეფექტური ელემენტების რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის პირველი და მე-3 მუხლების და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ცხრილის მე-4 სვეტში წარმოდგენილ მაჩვენებლებს.

4. რაც შეეხება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის მე-3 მუხლს, დაუშვებელია თუნდაც ერთი დეფექტური ელემენტის არსებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  იხვის ღვიძლი შეადგენს არანაკლებ 240 გრამს და ბატის ღვიძლი  –  არანაკლებ 385 გრამს.

5. „ბ“ კატეგორიის ფრინველის ხორცის პარტიის კონტროლის დროს, დეფექტური ელემენტების დასაშვები რაოდენობა უნდა გაორმაგდეს.

6. როცა შემოწმებული პარტია არ არის შესაბამისი, სააგენტომ უნდა აკრძალოს მისი მარკეტინგი, ხოლო თუ პროდუქტის პარტია სხვა ქვეყნიდანაა, იკრძალება მისი იმპორტი, სანამ არ იქნება იმის მტკიცებულება, რომ ის აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლსა და დანართი №1-ს.

7. თუ ბაზარზე განთავსებული შემოწმებული იმპორტირებული პარტია არ არის შესაბამისი, სააგენტომ ამის შესახებ უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, ასეთი პარტიის მწარმოებელი საწარმოდან შემდგომი იმპორტირებისას ვალდებულებას აკისრებს ბიზნესოპერატორს (იმპორტიორს), განახორციელოს ნიმუშის აღება  და გამოკვლევა სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისობის დასადგენა