ა) ტანხორცი – ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1-ის „განსაზღვრებები“ პირველი მუხლით  განსაზღვრული სახეობის ფრინველის მთლიანი სხეული სისხლისგან დაცლის, ბუმბულის გაცლის და შიგნეულის გამოცლის შემდეგ; თუმცა თირკმელების ამოღება ხდება შეხედულებისამებრ; გამოშიგნული ტანხორცი შეიძლება წარმოდგენილი იყოს გასაყიდად შიგნეულით ან მის გარეშე, როგორიცაა გული, მუცლის ღრუში არსებული ღვიძლი, კუჭი და კისერი;

ბ) ნაჭრები – ფრინველის ხორცი, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის ზომის და მახასიათებლების გამო იდენტიფიცირებული უნდა იყოს, როგორც ტანხორცის კონკრეტული ნაწილიდან მიღებული;

გ) დაფასოებული ფრინველის ხორცი – „ტექნიკური რეგლამენტის – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ (შემდგომში – „ტექნიკური რეგლამენტი  მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად წარმოდგენილი ფრინველის ხორცი;

დ) დაუფასოებელი ფრინველის ხორცი – საბოლოო მომხმარებლისთვის შეფუთვის გარეშე გასაყიდად წარდგენილი ფრინველის ხორცი ან ამ უკანასკნელის მოთხოვნით გაყიდვის ადგილას დაფასოებული (შეფუთული) ფრინველის ხორცი;

ე) მარკეტინგი – გასაყიდად ფლობა ან წარდგენა, გასაყიდად შეთავაზება, გაყიდვა, მიწოდება ან მარკეტინგის ნებისმიერი სხვა ფორმა;

ვ) პარტია – ერთნაირი სახეობის და ტიპის, იმავე კლასის იმავე საწარმოო ციკლის, იმავე სასაკლაოდან ან იმ დამჭრელი საამქროდან მიღებული ფრინველის ხორცი, რომელიც განთავსებულია იმავე ადგილას, რომელიც უნდა იქნეს ინსპექტირებული. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლთან, დანართთან №3 „ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლით განსაზღვრულ აღნიშვნებთან დაკავშირებული მოთხოვნები“ და დანართთან №4 „ლღობის შედეგად გამოწვეული დანაკარგის განსაზღვრა (წვეთოვანი მეთოდი)“ დაკავშირებით, პარტია უნდა მოიცავდეს იმავე ნომინალური წონის კატეგორიის დაფასოებას;

ზ) მოყინული (ხარისხის შემცირების თვალსაზრისით) – ადგილობრივად ან გავრცობილად კანისა და/ან ხორცის შეუქცევადი გამოშრობის შედეგი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი შემდეგი ცვლილება:

ზ.ა) ბუნებრივ ფერში ( ძირითადად გაუფერულება);

ზ.ბ) სუნსა და არომატში (უსუნო ან არასასიამოვნო);

ზ.გ) ტექსტურაში (მშრალი, ფორებიანი).

თ) ნომინალური წონა – პროდუქტის რაოდენობა წონაში ან მოცულობაში, რომელსაც დაფასოებული პროდუქტი უნდა შეიცავდეს;

ი) რეალური შემცველობა – დაფასოებული პროდუქტის ფაქტობრივი რაოდენობა (წონა ან მოცულობა). მოცულობის ერთეულებში გამოხატული პროდუქტის რაოდენობის შემოწმებასთან დაკავშირებული ყველა ოპერაციისას, რეალური შემცველობის გასაზომად გამოყენებული სიდიდე უნდა გაიზომოს ან კორექტირდეს 200C ტემპერატურაზე, მიუხედავად იმისა, შეფუთვა ან შემოწმება რა ტემპერატურაზეა განხორციელებული. ტემპერატურასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ გამოიყენება ღრმად გაყინული და გაყინული პროდუქტების მიმართ, რომელთა რაოდენობა გამოხატულია მოცულობით ერთეულში;

კ) უარყოფითი შეცდომა – რაოდენობა, რამდენითაც დაფასოებული პროდუქტის რეალური შემცველობა ნაკლებია მის ნომინალურ წონაზ